ბათუმში ახალგზრდა კაცი ვირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ tv 25 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი საავადმყოფოში პნევმონიის მძიმე ფორმით 1 აპრილს შეიყვანეს. რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ღორის გრიპით იყო ინფიცირებული, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ ადასტურებენ. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ვირუსია, თუმცა ანალიზები კვლევაზეა გადაგზავნილი და დროს საჭიროებს.