რუსთაველის თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში პაატა გულიაშვილმა გაავრცელა.
ინფორმაციისთვის, ტრისტან სარალიძე რუსთაველის თეატრის მსახიობი 1980 წლიდან იყო. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი ( „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ ), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა ( „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო ( „კაცია ადამიანი“ ), ჯარისკაცი ( „მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული ( „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ ), ლადო ( „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ ).
2010 წელს მიენიჭა ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.