დღეს უწყვეტი პროტესტის 143-ე დღეა.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, 19 საათზე დაიწყება აქცია და მსვლელობა პარლამენთან, ასევე 19 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ამას გარდა გაიმართება მსვლელობა პარლამენტიდან – გმირთა მოედნამდე “ფიცის დასადებად”. 23 საათზე კი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გაერთიანდებიან ლოზუნგით “ერთად შევხვდეთ აღდგომას”.
17 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია გორში. “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ახალი არჩევნები”,_ ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობასთან შეიკრიბებიან.
18 საათზე დაიწყება პროტესტი ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან.
“სამშობლოს სამსახურში”- ამ ლოზუნგით გაიმართება საპროტესტო აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. აქცია 19 საათზეა ჩანიშნული.
საპროტესტო აქცია გაიმართება ზუგდიდშიც. “ზუგდიდი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”- ამ ლოზუნგით შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები 19 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის წინ.
“უწყვეტი პროტესტი თელავში”- 19 საათზე შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები თელავშიც, მერიის წინ.