ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი 2008 წელს მომხდარ აგვისტოს ომს ეხმაურება.
“2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ.
დღეს, 16 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორია კვლავ ოკუპირებულია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”,_ წერს ვალტონენი სოციალურ ქსელში.
August 2008, Russian troops invade Georgia.
Today, 16 years later, Georgian territory is still being occupied.
Again, we call on Russia to respect 🇬🇪’s sovereignty and territorial integrity and fulfill its commitments under the 2008 ceasefire agreement.
— Elina Valtonen (@elinavaltonen) August 7, 2024