„კრისტის“ აუქციონზე 6,6 მილიონ დოლარად გაიყიდა 32,77 კარატის წონის უიშვიათესი ყვითელი ბრილიანტი.
მსხლის ფორმის ბრილიანტის თავდაპირველი ფასი 6-8 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამერიკის გეოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვები ასეთი გაჯერებული და ღრმა ფერით განსაკუთრებით იშვიათია: 10 მილიონ შემთხვევაზე – მხოლოდ ერთი. ყვითელი ფერი კრისტალურ მესერში აზოტის მოხვედრის გამო მიიღება.
„კრისტის“ აუქციონზე წარმოდგენილი იყო 300-ზე მეტი საიუველირო ნაწარმი და ძვირფასი ქვები. ვაჭრობის მომწყობებმა საერთო ჯამში 46 მილიონი დოლარი ამოიღეს.
აუქციონზე წარმოდგენილი იყო ისეთი ცნობილი ფირმების სამკაულები, როგორებიცაა: „ტიფანი“, „გრაფი“, „კარტიე“. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო „არ-დეკოს“ სტილში შესრულებულმა ბრილიანტებით შემკულმა „კარტიეს“ საიუველირო სახლის ნამუშევარმა, სერიიდან „ტუტი-ფრუტი“, რომელიც ზურმუხტით, ლალითა და საფირონით იყო დამშვენებული. ის 962 ათას დოლარად გაიყიდა.
აუქციონზე წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, ბრილიანტისთვლებიანი ბეჭდების კოლექცია, ფერადი ბრილიანტებით დამშვენებული სამკაულები – საყურეები, მძივებად ასხმული ბრილიანტები.
ავტორი