ბრიტანული მასმედიის ცნობით, რამდენიმე დღეში ლონდონში ჩატარდება აუქციონი, სადაც გასაყიდად გამოიტანენ 1964 წელს გამოშვებულ “Aston Martin DB5”-ს. მანქანა ჯგუფი “The Beatles”-ის წევრ ჯორჯ ჰარისონს ეკუთვნოდა. მუსიკოსმა ის 1965 წელს შეიძინა.
ეს მოდელი თავის დროზე იმით გახდა პოპულარული, რომ რამდენჯერმე გამოჩნდა ჯეიმს ბონდის თავგადასავლების შესახებ გადაღებულ პირველ სურათებში.
ბოლო წლების განმავლობაში მანქანა ერთ-ერთ კერძო კოლექციონერს ეკუთვნოდა. მან რამდენჯერმე დიდი ბრიტანეთის ტერიტორია დატოვა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისი ხილვა გერმანიისა და იაპონიის მუზეუმებში შეეძლო.
ამ მოდელს გასაყიდად აუქციონების სახლი “Coys” გამოიტანს. მისი საწყისი ფასი 250 ათასი დოლარი იქნება.
საინტერესოა, რომ ნახევარი წლის წინ ლონდონის ერთ-ერთ აუქციონზე სერ პოლ მაკარტნის “ლამბორჯინი” გაიყიდა. იმ მანქანის საწყისი ფასი 160 ათასი დოლარი გახლდათ.
ავტორი