გურიის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის ახლადრეაბილიტირებულ სკოლებში გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სადაც განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, პედაგოგებს და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. აღნიშნული სკოლების სრული რეაბილიტაცია სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ” განახორციელა. პროექტების ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved