როგორც ცნობილია, დაიწყო მოსახლეობის აღწერა, რაც სტატისტიკის კამპანიის ფარგლებში, გაეროს რეკომენდაციით, ათ წელიწადში ერთხელ ტარდება.
მოსახლეობაში გაჩნდა კითხვები, რომ აღწერის გარდა, ეს პირდაპირ პერსონალურ მონაცემთა შეგროვებაა. მაგალითად, ოჯახის წევრთა პირადი მონაცემები, მდგომარეობა ჯანმრთელობის შესახებ და ასე შემდეგ. ხალხი ღიად სვამს კითხვებს: ვინ დაიცავს კონფიდენციალობას, რომ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ ვერავინ გაიგებს? დაცული იქნება თუ არა საბანკო ანგარიშები? …
„გურია ნიუსი“ აღნიშნულის თაობაზე გურიის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელს, ბადრი რამიშვილს ესაუბრა.
მან განაცხადა, რომ პერსონალური მონაცემები მუდამ იყო დაცული და მომავალშიც დაცული იქნება:
_საქართველოს სტისტიკის შესახებ, არსებობს ოფიციალური კანონი, 34-ე და 35-ე მუხლებია. ეს იცავს აღწერის ფარგლებში არსებული და შეგროვებული ინდივიდუალური მონაცემების კონფიდენციალობას და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. რესპოდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
_სტატისტიკური მიზნებისტვის როცა გამოიყენებს აღნიშნული სამსახური ამ მონაცემებს, მაშინ ხომ არის შესაძლებელი, გამჟღავნდეს?
_არა. ინდივიდის მონაცემები გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის და ვრცელდება მხოლოდ აგრეგირებული (საერთო, განზოგადებული და მთლიანი მაჩვენებლების გაერთიანებით) სახით. ეს ხდება სრული დაცულობით, _ გვითხრა ბადრი რამიშვილმა.
ავტორი