დღეს, ოზურგეთში ერთი კილოგრამი ყველი 16 ლარი ღირს.
ხშირად ღიმლისმომგვრელ დიალოგებსაც მოისმენთ გამყიდველებსა და მომხმარებლებს შორის:
_15,50 ლარად მოგცემთ, თუ ნამდვილად ხართ მყიდველი. მეტს ვერანაირად ვერ დავუკლებ!
_50 თეთრზე მელაპარაკები ასე მომადლებულად? არ მინდა, ბატონო…
-ნადუღს შვიდ ლარად მოგყიდით. ყველზე ნაკლები კი არაა ჩემი ნადუღი, გასინჯეთ გემო…
_ყველზე ნაკლები არაა და იმის ნახევარ ფასად ყიდი, ხომ ? კბილებიც არ მაქვს აწი და მაგის პასუხი ესა, მარა უკბილო რომ ვარ, მაგიზა ვეძებ ნადუღს და კი უნდ ვიყიდო მაინც…
სავარაუდოდ, როგორც ბაზარში ამბობენ, მომდევნო კვირაში ყველის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.
ავტორი