https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ ემზადებიან გურიაში ახალი რეგულაციების შესასრულებლად

14:40; 11.05.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

პირველი ივნისიდან მძღოლებს აეკრძალებათ 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით. მიკროავტობუსები კი ავტობუსებით ჩანაცვლდება.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დამატებითი ვალდებულებები ეკისრებათ როგორც ავტოსადგურების მფლობელებს, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 29 აპრილს ჩატარებულ სხდომაზე მიიღო განკარგულება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დუმბაძის ქუჩის 51 ნომერში ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ.

“საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “კ1″ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საფუძველზე, საკრებულო ადგენს:

  1. გაიცეს თანხმობა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩა #51-ში (ს/კ 28.01.22.610.01/505) ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე.
  2. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონით დადგენილი წესით, ერთი თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე: ჭავჭავაძის ქ. #4.
  3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე“, _ ვკითხულობთ საკრებულოს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში”.

 

ცნობისთვის, აღნიშნულ მისამართზე ავტოსადგური უკვე მდებარეობს. კონკრეტულად, რას გულისხმობს საკრებულოს განკარგულება, ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით:

“ავტოსადგურებთან დაკავშირებით ქვეყანაში ახალი რეგულაციები შემოდის, რასაც შესაბამისად საკრებულოს ნორმატიული აქტი სჭირდება და ასეთი პროცედურა ჩავატარეთ. უფრო დეტალურად მოიწერეთ და აპარატი გიპასუხებთ“, _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავამ.

აღნიშნულ საკითხზე “გურია ნიუსმა” საკრებულოს წერილობით უკვე მიმართა, თუმცა, პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხისა, საკრებულოს სხდომაზე საკითხი შეეხო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცებას, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა.

” საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის “კ 2″ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის 6 (1) მუხლის მე-7 პუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხა, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა, დანართის შესაბამისად“.

რაც შეეხება დასახლებების სიას, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სავალდებულო არ არის რეისის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა, ასე გამოიყურება:

“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხა, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა: 1. დაბა ბახმარო, რეისი ბახმარო – ქ. თბილისი, გასვლა დაბა ბახმაროს ცენტრიდან. 2. დაბა ბახმარო, რეისი ბახმარო – ქ. ბათუმი, გასვლა დაბა ბახმაროს ცენტრიდან. 3. დაბა ბახმარო, რეისი ბახმარო – ქ. ქუთაისი, გასვლა დაბა ბახმაროს ცენტრიდან; კურორტი ბახმარო (სეზონურად), გასვლა დაბა ბახმაროს ცენტრიდან. 4. დაბა ბახმარო, რეისი ბახმარო – ქ. ოზურგეთი, გასვლა დაბა ბახმაროს ცენტრიდან. 5. დაბა ბახმარო, რეისი ბახმარო – ქ. ლანჩხუთი, გასვლა დაბა ბახმაროს ცენტრიდან. 6. სოფელი საჭამიასერი, რეისი საჭამიასერი – ქ. ბათუმი, გასვლა სოფლის ცენტრიდან“.

“გურია ნიუსს” ოზურგეთის ავტოსადგურში უთხრეს, რომ მიკროავტობუსები ავტობუსებით ჩანაცვლდება, თუმცა, ჯერ არ იციან, შეიცვლება თუ არა რეისების რაოდენობა.

 

“მიკროავტობუსებით ოზურგეთი–თბილისი და საპირისპირო მიმართულებით დღეში 6-6 რეისი სრულდება. 1 ივნისიდან მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტს შეეძლება 150 კილომეტრზე შორ მანძილზე მგზავრების გადაყვანა. სამარშრუტო მიკროავტობუსები ჩანაცვლდება M3 ავტობუსებით. რამდენი მარშრუტი შესრულდება, რა და როგორ იქნება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის“, _ ამბობს ოზურგეთის ავტოსადგურის დირექტორი, შაკო ორაგველიძე.

ოზურგეთის ავტოსადგურისგან განსხვავებით, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ავტოსადგურებს დირექტორი ამ დროისთვის არ ჰყავს.

ახალი რეგულაციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რა იგეგმება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მერი ალექსანდრე სარიშვილი გვპასუხობს, რომ ახალ ავტოსადგურის აშენებას აპირებენ:

“რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც არის ახლა მიღებული, საკრებულომ მიიღო წესი.

რაც შეეხება ავტოსადგურს, ავტოსადგურის მშენებლობაზე მიდის უკვე ტენდერის მომზადება. მუნიციპალიტეტს შესყიდული აქვს პროექტი, რომელიც სამმილიონ ნახევარი ლარი ჯდება. პროექტი ითვალისწინებს ავტოსადგურს, ბაზარს, მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას. ტერიტორია გამოყოფილია, მოწმენდილია და უახლოეს დღეეებში გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე. გარდამავალი პროექტი იქნება და პირველი ეტაპია ავტოსადგურის მშენებლობა“, _ ამბობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ჩვენთან საუბრისას.

_ სანამ ახალი ავტოსადგური აშენდება, საიდან მოხდება ტრანსპორტის გასვლა?

_ როგორც იყო. შესაბამისი წესი მიღებულია, საკრებულოს ბოლო სხდომაზე დაამტკიცეს.

სტატიის მზადების პროცესში ჩვენ მძღოლებთან გასაუბრებაც ვცადეთ, თუმცა, უშედეგოდ.

გარდა იმისა, რომ მიკროავტობუსები მგზავრებს ვეღარ გადაიყვანენ, სავალდებულო ხდება ავტოსადგურის სერტიფიცირებაც.

როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

“რეგლამენტი ადგენს შესაბამის ინფრასტრუქტურულ და საოპერაციო მოთხოვნებს ავტოსადგურების მიმართ, ასევე რეგულირდება ავტოსადგურების სერტიფიცირების წესი და პირობები. ამასთან, მომსახურების მიხედვით ავტოსადგურები დაიყო პირველი, მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებად. ხოლო, მათ მიმართ ინფრასტრუქტურული მოთხოვნები დადგენილია შესაბამისი კლასის გათვალისწინებით.

ავტოსადგური დაექვემდებარება სერტიფიცირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის თანხმობა ავტოსადგურის განთავსებასთან დაკავშირებით და ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ირკვევა ავტოსადგურის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სამშენებლო, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ პარამეტრებთან. აქვე, სერტიფიკატი გაიცემა სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 5 წლის ვადით.

ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღების და ამავე წესით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება წარმოიშვება 2025 წლის 1 ივნისიდან, ხოლო 2025 წლის 1 მარტიდან ავტოსადგურებს ვალდებულება ექნებათ არ დაუშვან რეისში იმ მძღოლის გაშვება, რომელსაც სულ მცირე წელიწადში ერთხელ არ აქვს გავლილი სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება; არ დაუშვან რეისში იმ მძღოლის გაშვება, რომელსაც სულ მცირე 6 თვეში ერთხელ არ აქვს წარმოდგენილი ნასამართლეობის შესახებ ცნობა; არ მოემსახურონ იმ პირს, რომელსაც არ გააჩნია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია მასთან არსებულ ყველა გადამზიდველთან შეთანხმებული განრიგების შესახებ“.

გარდა სერტიფიცირებისა, ავტოსადგურების კლასიფიკაციაც ხდება. ავტოსადგურები პირველ, მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურებად დაიყოფა.

“მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურების მიხედვით ავტოსადგურები იყოფა პირველი კლასის, მე-2 კლასისა და მე-3 კლასის ავტოსადგურებად. ამასთანავე:

ა) პირველი კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა. მე-2 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, დაბა):

ბ.ა) პირველი კლასის ავტოსადგური არ ფუნქციონირებს;

ბ.ბ) არსებული პირველი კლასის ავტოსადგურის სიმძლავრე სათანადო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, რაზედაც მე-2 კლასის ავტოსადგურს აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო) შესაბამისი დასტური;

გ) მე-3 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა. მე-3 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, დაბა):

გ.ა) პირველი კლასის ავტოსადგური ან/და მე-2 კლასის ავტოსადგური არ ფუნქციონირებს;

გ.ბ) არსებული პირველი კლასის ავტოსადგურისა და მე-2 კლასის ავტოსადგურის სიმძლავრე სათანადო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, რაზედაც მე-3 კლასის ავტოსადგურს აქვს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი დასტური.

  1. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს:

ა) საბილეთო სალარო;

ბ) მგზავრების მოსაცდელი დარბაზი;

გ) სანიტარიულ–ჰიგიენური ბლოკი;

დ) მძღოლების დასასვენებელი ოთახი;

ე) ბაქანი (ბაქნები);

ვ) სადისპეტჩერო;

ზ) რეისებს შორის ავტობუსების/მინივენების სადგომი მოედანი;

თ) საინფორმაციო სამსახური;

ი) ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო;

კ) მარშრუტზე მიმოსვლის ელექტრონული საინფორმაციო ტაბლო;

ლ) ავტოსადგურის მთელი ტერიტორიის ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, სადაც ვიდეოჩანაწერის შენახვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ 5 დღის განმავლობაში.

  1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, პირველი კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს ავტობუსების წინასარეისო მომსახურების პოსტი, ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახი, სამედიცინო პუნქტი პირველადი დახმარების გაწევისთვის, დედათა და ბავშვთა ოთახი.
  2. მესამე კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს:

ა) საბილეთო სალარო;

ბ) არანაკლებ 15 კვმ ფართის გადახურული მოსაცდელი არანაკლებ 5 დასაჯდომი ადგილით;

გ) ბაქანი;

დ) რეისებს შორის ავტობუსების/მინივენების სადგომი მოედანი;

ე) საპირფარეშო (ავტოსადგურის ტერიტორიაზე).

  1. პირველი კლასის ავტოსადგური წარმოადგენს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მარშრუტის საწყის, ბოლო და შუალედურ მომსახურების პუნქტს. მეორე და მესამე კლასის ავტოსადგურები წარმოადგენენ საერთაშორისო და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მარშრუტის საწყის, ბოლო და შუალედურ მომსახურების პუნქტს ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ.ბ” და “გ.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ავტომაგისტრალზე შუალედური გაჩერების პუნქტს განსაზღვრავს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმ დასახლებაში, სადაც არ არის ავტოსადგური, ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანის შუალედურ გაჩერების პუნქტად გადამზიდველს უფლება აქვს, გამოიყენოს განრიგით გათვალისწინებული პუნქტი.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ.ბ” და “გ.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დასტურის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. მაღალი კლასის ავტოსადგურში შესაბამისი სიმძლავრის გაჩენის შემთხვევაში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული დასტური უქმდება, რის შესახებაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო აცნობებს შესაბამის ავტოსადგურებს.
  3. ავტოსადგური უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოწყობილი შენობა–ნაგებობის, ტერიტორიისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის ერთიანი კომპლექსი.
  4. პირველი კლასის ავტოსადგურში მოსაცდელი დარბაზიდან ავტობუსში ჩასასხდომად მგზავრის გადაადგილება უნდა ხდებოდეს გადახურული კონსტრუქციის ქვეშ.
  5. ავტოსადგურს ფასადის მხრიდან უნდა გააჩნდეს შესაბამისი წარწერა − “ავტოსადგური” და მისი საფირმო დასახელება ქართულ და ასევე შესაძლებელია, სხვა ენაზეც.
  6. პირველი კლასის ავტოსადგურებში მოსაცდელი დარბაზი, დედათა და ბავშვთა ოთახი, საბილეთო სალაროები, ცნობათა ბიურო და საპირფარეშო განთავსებული უნდა იყოს შენობის ერთ კომპლექსში.
  7. ავტოსადგურის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადღეღამისო განათება.
  8. ავტოსადგურის ტერიტორიის სავალი ნაწილი დაფარული უნდა იყოს ასფალტით, ბეტონით ან სხვა, სამშენებლო ნორმებით დადგენილი მყარი საფარით.
  9. საერთაშორისო და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ავტოსადგურებს შორის უნდა განხორციელდეს. გამონაკლისი შემთხვევები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
  10. სამივე კლასის ავტოსადგურში მგზავრებისათვის არსებული ყველა სახის მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.”;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებში, მოსაცდელ დარბაზში, შესაბამისი ელექტრონული ტაბლოს გამოყენებით, მგზავრებს უნდა მიეწოდებოდეს ვიზუალური ინფორმაცია ავტობუსების/მინივენების ბაქანზე ჩამოდგომის, მარშრუტებზე ავტობუსების/მინივენების მიმოსვლის, განრიგებში ცვლილებების, მგზავრობასთან დაკავშირებული და მომსახურების დამატებითი პირობების შესახებ. ბაქანზე ჩამოდგომის, მარშრუტებზე ავტობუსების/მინივენების მიმოსვლისა და განრიგებში ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მგზავრებს უნდა მიეწოდებოდეთ ასევე ხმოვანი სახით.”;

ე) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. ავტოსადგურისთვის დადგენილი საბილეთო სალაროებისა და ბილეთების ავტომატების მინიმალური რაოდენობა, განსაზღვრული ავტოსადგურის სიმძლავრის მიხედვით, მოცემულია ამ წესის #1 დანართში.”;

ვ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებში საინფორმაციო სამსახურის მიერ მგზავრებსა და გადამზიდველებს ხმოვანი და შესაბამისი ელექტრონული ტაბლოს გამოყენებით ვიზუალური სახით მიეწოდებათ მგზავრობის პროცესთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:

ა) მგზავრთა ავტობუსში/მინივენში ჩასხდომის დაწყებისა და ავტობუსის/მინივენის გასვლის დროის თაობაზე;

ბ) რეისიდან ავტოსადგურში შესული ავტობუსის/მინივენის შესახებ;

გ) რეისის გადადების ან/და დამატებითი რეისის დანიშვნის შესახებ;

დ) მოძრაობის არსებულ განრიგებში ცვლილებების შეტანის შესახებ;

ე) ავტობუსის/მინივენის გასვლისა და შესვლის დაგვიანების შესახებ;

ვ) რეისში გამსვლელი ავტობუსების/მინივენების ტიპი;

ზ) ავტოსადგურის მუშაობის რეჟიმი“, _ ვკითხულობთ რეგლამენტში.

ცნობისთვის, ის, რომ საქალაქთაშორისო მგზავრობის საკითხი მოსაწესრიგებელია და ავტოსადგურები კრიტიკას ვერ უძლებს, ამის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო.

2023 წლის 6 ივნისს, მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

“რეფორმა შეეხება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით, ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი. დამეთანხმებით, რომ ყველგან პრობლემებია, თუნდაც ავტოსადგურების მიმართულებით. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში, ქალაქებში თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები. ამას სჭირდება სპეციალური სტანდარტების შემოტანა. ჩვენ გადმოგვაქვს ევროპული სტანდარტები.

რა თქმა უნდა, მივცემთ გონივრულ ვადებს ამ ავტოსადგურების მფლობელებს, ასევე, გადამყვან კომპანიებს თუ ცალკეულ ინდივიდებს, ფიზიკურ პირებს. აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის გადაყვანა, მათი მგზავრობა იყოს კომფორტული და უსაფრთხო. აქ ეკოლოგიაზეც არის საუბარი.

მაგალითისთვის, გეტყვით, რომ ხალხის გადაყვანა ხდება ე.წ. სამარშრუტო ტაქსებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არის გადაკეთებული, რაც რა თქმა უნდა, არ არის უსაფრთხო და მეორეს მხრივ, ძალიან არაკომფორტულია.

მე პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი და შემდეგ კომფორტზე. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. ეს ყველაფერი აღირიცხება, უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა ჩანაცვლდეს, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების სამარშრუტო ტაქსები და ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს, სულ რაღაც წელიწადნახევარში“, _ აცხადებდა 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილი.

სატრანსპორტო კანონში ცვლილება კი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგებას, ნორმების დახვეწას, ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და ასევე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას პარლამენტმა 83 ხმით 2023 წლის 30 ნოემბერს მიიღო.

ცვლილებების მიღების ძირითადი მიზეზია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობა.

“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, 1 ივნისიდან საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. რეგულაცია, სხვა საკითხებთან ერთად, ავტოსადგურების სერტიფიცირებასაც ითვალისწინებს. ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღების და კონკრეტული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება ექნებათ.

უკვე ცნობილია სერტიფიცირების ტარიფებიც:

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ავტოსადგურების სერტიფიცირების საფასური, კლასების მიხედვით, 1 000-დან 10 000 ლარამდეა. უფრო დეტალურად:

პირველი კლასის ავტოსადგურის _ 10 000 ლარი;

მე-2 კლასის ავტოსადგურის _ 5 000 ლარი;

მე-3 კლასის ავტოსადგურის _ 1 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სერტიფიკატს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, 5 წლის ვადით გასცემს.

გარდა სატრანსპორტო საშუალებებსა და ავტოსადგურებზე აღნიშნული ცვლილებებისა, რეფორმა მძღოლებზეც ვრცელდება _ კერძოდ, ისინი ვალდებულები ხდებიან წარადგინონ ჯანმრთელობის ცნობა და ასევე ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ.

“მძღოლები ვალდებულებას იღებენ, რომ ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ ნარკოლოგიური ცნობა, ასევე ჯანმრთელობის ცნობა; ასევე, წელიწადში ერთხელ ტრანსპორტის ტექინსპექტირების ცნობა. იმოძრავებს მხოლოდ ევრო4 სტანდარტებს შესაბამებული მაღალგაბარიტიანი ავტობუსები, რომლის ასაკიც 20 წელს არ უნდა აღემატებოდეს“, _ განაცხადა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ირაკლი იზორიამ “კვირას” პრესკლუბში.

გარდა ამისა, იზორიას თქმითვე, მძღოლებს სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილებების დაყენებაც მოუწევთ, როგორც ეს ევროპის სხვადასხვა ქალაქებშია.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

 

ალექსანდრე სარიშვილიირაკლი კუჭავა
გაზიარება18Tweet11Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026

ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში

„წისქვილებში უხარისხო ხორბალს არავინ იღებს, არ მახსოვს, ამ მხრივ პრეტენზია ყოფილიყო“ - ბენიაიძე

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო