ბაგრატის ტაძარში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.
პანაშვიდს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან ერთად, დაესწრო.

ტაძრის ეზოში, 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცებისა და საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული ტერიტორიების ამსახველი ფოტოების გამოფენა მოეწყო.
ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლები ომში დაღუპული გმირების საფლავებზე მივიდნენ და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.































































