“5 სექტემბრიდან უკვე ოფიციალურად წარმოგიდგენთ, რომელ ოლქში გვეყოლება მაჟორიტარები. „გახარია საქართველოსთვის “ სამტრედიის გუნდი მერობის კანდიდატს არ წარადგენს.“ – გვითხრა პარტია ,,გახარია – საქართველოსთვის” სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია – საქართველოსთვის“ თანამშრომლობენ იმ მიმართულებით, რომ არ უპირისპირდებიან ერთმანეთს და მხარს უჭერენ ერთ-ერთი პარტიიდან წარმოდგენილ მერობის კანდიდატს.
_ სამტრედიაში მერობის კანდიდატს წარმოადგენს „ლელო – ძლიერი საქართველო“, ხოლო ჩვენი პოლიტიკური გუნდი მას მხარს დაუჭერს, _ გვითხრა ნიკა ხაბეიშვილმა.

































































