საჯავახო-ჩოხატაურის გზაზე, ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სოფელ ნოღასთან დიდი საცობია.

საქმე იმაშია, რომ გზაზე გადაბრუნებულია ტრაილერი, რის გამოც გზა ჩახერგილია.
საცობში მოყოლილი ავტომანქანის მძღოლები იძულებულნი არიან, უკან მიბრუნდნენ და ალტერნატიული გზები მოძებნონ.































































