დღეს თბილისში ავლაბრის მეტროდან პარლამენტის შენობამდე “რუსთაველის მარში” გაიმართება.
“უკვე თითქმის ერთი წელია, საქართველოს მასშტაბით გრძელდება უწყვეტი, მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე პროტესტი. ამ პერიოდში, ამ რეჟიმმა ცემა და აწამა ადამიანები, მიიღო არაერთი რეპრესიული კანონი, გვყავს სინდისის პატიმრები, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მოქალაქეების ერთობა და სიმტკიცე არ შესუსტებულა.
რუსთაველის გამზირი იყო და რჩება ბრძოლის მთავარ სიმბოლოდ. მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა მიიღო რეპრესიული კანონმდებლობა და შეეცადნენ პროტესტის კრიმინალიზებას, წინააღმდეგობამ იცვალა სახე, დაიწყო მოძრაობა თბილისის პატარა ქუჩებში.
ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს მუხტი გავაძლიეროთ, პროტესტი ხმა გადავიტანოთ თბილისის ყველა უბანში და ყველა ქუჩაზე.
23 ნოემბერს არის გიორგობა – მებრძოლი წმინდანის, გიორგი კაბადოკიელის ხსნების დღე. ეს დღე ასევე არის “ვარდების რევოლუციის” 22 წლისთავი, დღე როდესაც საქართველოს მოსახლეობამ უარი უთხრა საბჭოთა/რუსულ წარსულს.
ამიტომ, 23 ნოემბერს, 19 საათზე, გელით ყველას ავლაბრის მეტროსთან, საიდანაც მსვლელობა გაიმართება პარლამენტის შენობის მიმართულებით”,_ წერენ მარშის ორგანიზატორები.






























































