ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში 19 წლის, გიორგი სურგულაძეს გლოვებენ.
„დღეს იშვიათია ისეთი მოყვასი – ზრდილობიანი, კეთილი, მხიარული, საკუთარ სოფელზე უზომოდ შეყვარებული, ნამდვილი ქართველი და კარგი შემოქმედელი, როგორიც გიორგი იყო. მუდამ გვემახსოვრები, ჩვენო პატარა მეგობარო. უფალს ებარებოდეს შენი სული, _ წერია ფეისბუქგვერდი „გონებისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი“.
„შემოქმედის საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებასა და გულისტკივილს სკოლის კურსდამთავრებულის, გიორგი სურგულაძის გარდაცვალების გამო.
უმძიმეს დღეებში ვერთიანდებით ოჯახის, ახლობლების, მეგობრების ტკივილის გარშემო, ვიზიარებთ მათ უზომო მწუხარებასა და ვლოცულობთ გიორგის სულისთვის!“ – ნათქვამია სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 23 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გიორგი სურგულაძე რამდენიმე დღე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ახალგაზრდა გუშინ, 27 აპრილს გარდაიცვალა
„გურია ნიუსი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.































































