ხელვაჩაურის საკრებულოში “ძლიერი საქართველო – ლელო”-ს წევრი, დავით დევაძე გარდაიცვალა.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ხელვაჩაურის საკრებულოში “ძლიერი საქართველო – ლელო”-ს წევრის, დავით დევაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა ბატონმა დავითმა, უდიდესი წვლილი შეიტანა ხელვაჩაურელი მოზარდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტულ განვითარებაში, იყო აქტიური მოქალაქე, “ძლიერი საქართველო – ლელო”-ს აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და უბრალოდ, კარგი ადამიანი. მუდამ გვემახსოვრება მისი ღვაწლი, სიკეთე და თანადგომა”,_ აცხადებს “ძლიერი საქართველო-ლელო”.

































































