რუსებმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი, – ინფორმაცია “გურია ნიუსმა” უკრაინულ საიტზე www.pravda.com.ua მოიპოვა.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ცნობით, რუსულმა ძალებმა დრონების გამოყენებით საცხოვრებელ უბანს დაარტყეს.
მისი თქმით, რუსების იერიშმა ქალაქში ხანძარი გამოიწვია, ხოლო ერთი საცხოვრებელი სახლი სრულად განადგურდა.
ფედოროვის ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
ასევე, გასულ ღამეს, რუსებმა კრივი-რიჰსაც შეუტიეს, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
რუსულმა ძალებმა სამრეწველო ობიექტს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს.































































