19 აგვისტოს ბახმაროში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი და დაშავებულები არ მოჰყოლია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც ინციდენტია ასახული, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და შესაბამის ჯარიმას ითვალისწინებს.
არსებული ცნობით, ავტომობილი ბახმაროს მიმართულებით მოძრაობდა. სატრანსპორტო საშუალებაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც მანქანიდან დროულად გადმოსვლა მოასწრო.

































































