სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ბახმაროში ავტომობილი ხრამში გადავარდა. ფაქტს “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უდასტურებენ.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა 19 აგვისტოს მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა — მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარს ველოდებით და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.































































