https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ბახმარო ისეთ მდგომარეობაშია…” – რა ითქვა თბილისში გამართულ შეხვედრაზე

16:45; 18.03.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

თბილისში, “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით, კლიმატის ცვლილების და მდგრადი განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა  სამოქალაქო სექტორის, მუნციპალიტეტების მერის წარმომადგენლებისათვის, აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის ჩატარდა  თემაზე – “თანამშრომლობა მდგრადი და მედეგი განვითარებისთვის: ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თემების გამოწვევები და შესაძლებლობები”, თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე გურიიდან არცერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა.

იმ საკითხებს შორის კი რომელზეც ორ დღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა, სასაუბრო დრო ბახმაროს ირგვლივ ბოლო  პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც დაეთმო. საკითხზე “გადავარჩინოთ ბახმაროს” წარმომადგენელმა პაატა დობორჯგინიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, “ორბის” პროექტის პრეზენტაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ისე ჩატარდა, რომ ამის შესახებ არც  ადგილობრივმა მოსახლეობამ, არც გარემოსდამცველებმა ან სამოქალაქო აქტივისტებმა არაფერი იცოდნენ.

“ჩოხატაური არის ძალიან პატარა და გამორიცხულია, რამე მოხდეს  ისე,  რომ კაცმა ვერ გაიგოს. ამ პირობებში გამოცხადდა უზარმაზარი პროექტის დაწყება და რამდენიმე წუთში გავარკვიეთ, რომ არავინ ამის შესახებ არ იცოდა. პროექტის პრეზენტაცია შედგა ჩოხატაურის მერიაში, რომელზეც არც ადგილობრივი გარემოსდამცველები და აქტივისტები არ მიუწვევიათ და ამბის დონეზეც კი ვერ გავიგეთ, რომ პრეზენტაცია ტარდებოდა. თუმცა გვითხრეს, რომ პრეზენტაცია ხალხით სავსე დარბაზში ჩატარდა, რომელიც, როგორც  შემდეგ დავადგინეთ,  მერიის თანამშრომლებით იყო სავსე. საკრებულოს თავმჯდომარემ და ჩოხატაურის მერმა  გამოგვიცხადეს: “ვაშა, ბახმაროს განვითარებას!” _ განაცხადა დობორჯგინიძემ და აღნიშნა, რომ კომპანია “ორბს” სახელმწიფოსგან ბახმაროში 4 ჰა ფართობის ნაკვეთი 2019 წელს გადაეცა. მას აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა აეშენებინა ტურიტული მიზიდულობის ცენტრი, თავი მოეყარა დამატებით 300 000 ტურისტისთვის, მაშინ როცა დაბა ბახმაროში ტრადიციული დოღის დროს, თავს დაახლოებით 15 000 კაცი იყრის, რაც კურორტის პარალიზებას იწვევს.

“2019 წელს  სახელმწიფოსგან “ორბს” ნამდვილად გადაეცა საკუთრებაში 4 ჰექტარი ფართობის  ნაკვეთი. დღევანდელი ღირებულებით,  ეს არის დაახლოებით 17 მილიონის. დაიდო ვალდებულებად, რომ 5 წლის განმავლობაში ააშენებდა  სპორტულ კომპლექსს, მოედნებს, რეკრეაციულ ზონებს, სპას, კინოთეატრს,  რომელიც გააჩენდა მიზიდულობის ცენტრს და დამატებით 300 000 ტურისტს მოუყრიდა თავს ბახმაროზე. მინდა გითხრათ, რომ 19 აგვისტოს ტრადიციული დოღი იმართება ბახმაროში, ვიზიტორების რაოდენობაც იმატებს 15 000 კაცამდე, რაც სრულიად იწვევს კურორტის პარალიზებას. ამ პირობებში, ერთი ხელის მოსმით გაიცა  ამდენი ტურიტის თავმოყრის დაპირება, პროექტს არ ახლავს თან არანაირი ინფრასტრუქტურული გეგმა და როგორც ჩოხატაურის  მერია განმარტავს, უახლოესი 4 წლის განმავლობაში არ იგეგმება არავითარი ღონისძიება რაც კანალიზაციის, წყალსადენების  გაკეთებას ითვალისწინებს,  რაც აუცილებელია ამხელა კომპლექსის მომსახურებისთვის.

გარდა ამისა, პროექტში, რომელიც ესკიზის დონე უფროა,  მითითებულია, რომ ეს კანალიზაცია უნდა დაუერთდეს უახლოეს დასახლებას. როცა 2050 მეტრის სიმაღლეზე ხარ, ღრუბლებში ღმერთებს ელაპარაკები,  სად არის აქ უახლოესი დასახლება? ეს არის ჩოხატაური, რომელიც დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს.

ყოველ შემთხვევაში,  ჩვენ გვაქვს მთის ოთხი კურორტი და მეხუთე არის ბახმარო, რომელსაც ადამიანის ხელი იმდენად არ შეხებია. კომპანია “ორბთან” ვერ ხერხდება ვერანაირი კონტაქტი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ გადაცემაში იყო მსჯელობა, შეთვლა, ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდის კომპანია “ორბი” და ამბობს,  რომ აუცილებლად შეგვხვდება”,_ თქვა დობორჯგინიძემ.

პაატა დობორჯგინიძემ სიტყვით გამოსვლისას  ყურადღება გაამახვილა დაბა ბახმაროში უკანონო მშენებლობებით გამოწვეულ პრობლემებზეც.

“როგორც გომისმთის, ასევე ბახმაროს მისადგომებს აკონტროლებს საპატრულო პოლიცია, ხან გარემოს ზედამხედველობის ინსპექცია და თუკი შეამჩნიეს,  რომ  მიგაქვთ სამშენებლო მასალა, ქვიშა, ღორღი, ცემენტი.. აუცილებლად გაგაჩერებენ და გკითხავენ, რა მიგაქვთ, სად მიგაქვთ. ბახმაროზე მისასვლელი  აჭარის მხრიდან გახსნილია და შეგიძლიათ შეიტანოთ,  რაც გნებავთ. ამ თქვენს უკანონოდ ჩადგმულ კოტეჯს სახელმწიფო დაასვამს ჯვარს. მეორე წელს ჩადგამ მეორე კოტეჯს, მეორე-ჯვარს, მეხუთე წელს  – მეხუთე ჯვარს და ა.შ. შემდეგ მოვა სახელმწიფო და გეტყვის რომ უნდა დავანგრიოთ, უკანონოა.  მეორე მხრივ ისმის კითხვა, რას უცდიდით ამდენი ხანი? წლების განმავლობაში ვდგამდი აქ კოტეჯს, არც კი დამაჯარიმე. იმდენად მძიმე მდგომარეობაა კურორტზე შექმნილი, ისეთი ქაოსური განაშენიანებაა”,_ აღნიშნა დობორჯგინიძემ.

ამას გარდა, დობორჯგინიძემ თქვა, ისიც რომ “ორბის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის ავტორი კომპანია WilkinsonEyre რეიტინგის მიხედვით, ათეულში კი არა, ასეულშიც კი არ არის.

“კომპანია “ორბმა” წარმოადგინა კვლევის ავტორი კომპანია WilkinsonEyre , როგორც პირველ ათეულში შემავალი კომპანია. მოვიძიეთ ამ კომპანიის ისტორია და აღმოჩნდა, რომ არ არის არც ათეულში, არც ასეულში… 

არქიტექტორი აღმოჩნდა პატიოსანი კაცი, რომელმაც განაცხადა, რომ ბახმაროს მსგავსი განაშენიანების გამოცდილება არ გააჩნია.  ყველა აღიარებს, რომ მსგავსი კურორტი ევროპაში არ არის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ამ ნაწილშიც კომპანია “ორბმა” ვერ მოიწონა თავი”,_ თქვა დობორჯგინიძემ.

მან ისაუბრა პროექტის   გეოლოგიური დასკვნების შესახებაც.

“რაც შეეხება ნებართვებს და დასკვნებს, არსებობს ორი გეოლოგიური დასკვნა: სახელმწიფო და კერძო. ტექნიკური უნივერსიტეტის  ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის დასკვნით, “ორბის” საპროექტო მიდამოებს ორი ყველაზე დიდი დარტყის ძალის მქონე (44 ტონა კვ მეტრზე) ზვავის კერა უწევს.  შესაბამისად, ამ დასკვნის მიხედვით არ არის მიზანშეწონილი ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება. 

კომპანია “ორბმა” კვლევა დაუკვეთა კერძო კომპანიას და ამ დასკვნის მიხედვითაც, ზვავსაშიში ზონაა, უბრალოდ შეიძლება ზვავის მართვა. ჩვენს მოთხოვნაზე, რომ დასკვნა გვაჩვენონ, კომპანია “ორბი” არ ასაჯაროებს დასკვნას. 

საინვესტიციო პაკეტით, კომპანიას არ შეუძლია ბინების აშენება,  ამის გამო, კომპანიამ ნაგებობას დაარქვა აპარტ-ჰოტელი და ყიდის ნომრებს. კომპანია უარყოფს გაყიდვის ფაქტს,  თუმცა თუ  დარეკავთ “ორბის” ცხელ ხაზზე და იტყვით რომ ნომრის შეძენა გინდათ, იმ წუთშივე გკითხავენ, როგორი გნებავთ და ა.შ. 

ამავდროულად,  კომპანია აცხადებს, რომ მაღალკომერციული მიზანი არ გააჩნია პროექტს. და გვეუბნება, რომ ჩვენ თუ არა ჩვენი შვილები მაინც დააფასებენ ამ პროექტს, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ ამ პროექტს ჩვენი შვილები ვერ დააფასებენ, რადგან ზვავი ჩაიტანს. სხვათაშორის გასულ წელს ზვავმა 14 კოტეჯი გაანადგურა. ეს ზამთრის პერიოდში მოხდა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. არ არის წარმოდგენილი გეოლოგიური დასკვნა, არ არის წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი. მინისტრმა განაცხადა, რომ 10 ჰა-მდე განაშენიანების პროექტს არ სჭირდება გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი. ამ შემთხვევაში იურიდიულად კომპანია “ორბი” მართალია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ჩვენ არ გვაქვს გარემოზე ზემოქმედების კვლევის დოკუმენტი. 

ძალიან ხშირად “ორბი” ამბობს, რომ უსაფრთხოებას გაითვალისწინებენ, რადგან კომპლექსს აშენებენ და ზვავს ვერ წააღებინებენ. მაგრამ ის  არ აპირებს სასტუმროს მართვას. ააშენებს, გაყიდის და რა  მოხდება, ამის შედეგი უნდა მიიღოს  მესაკუთრემ. “ორბი” სადაც მიდის,  ბეტონის ქარხანა თან მიაქვს, შესაბამისად მშენებლობას დასჭირდება ორი წელიწადი თავისი დიდი ბეტონმზიდი მანქანებით, ეს ნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში სეზონი ჩავარდება, რადგან ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლებს. 

რაც შეეხება თვითონ პროექტს, “ორბი” ამბობს, რომ კურორტზე მოგვარდება ისეთი პრობლემა, როგორიცაა წყალმომარაგება, ელექტროობა, გაზიფიცირება, მაგრამ კომპანიას ვერ მოთხოვ ამ პროექტით ამ საკითხების გადაჭრას, რადგან ეს მოითხოვს კოლოსალურ ხარჯებს. გვაქვს პრაქტიკა გუდაურის და ბაკურიანის, როცა აშენდა, მაგრამ არაფერი ინფრასტრუქტურული ხაზით არ გაკეთდა.

რაც შეეხება გენგეგმას, პროექტი არის ჩაკეტილი თავისი არსით და ზურგს აქცევს გარემოს. პროექტი არის რკალისებრი და შეიძლება მთელი კვირა ისე გაატაროთ, ვერ მიხვდეთ მთაში ხართ თუ ბარში. ყველა ფუნქცია ჩაიკეტა ერთ შენობაში, ბახმარო არის თავისთვის და ეს კომპლექსი არის თავისთვის.

მინდა წარმოგიდგინოთ ურბანული განვითარების ინსტიტუტის დასკვნა, რომელიც ამბობს რომ ეს პროექტი წარმოადგენს პროფესიულ დანაშაულს, ეწინააღმდეგება გაეროს მდგრადი განვითარების  მეთერთმეტე და მეთხუთმეტე მიზნებს. 

იმ საკითხებზე,  რომ მშენებლობის ნებართვა ჩვენთვის მიუწვდომელია, არ არის გეოლოგიური დასკვნა, არ არსებობს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სასამართლოში სარჩელი გვაქვს წარდგენილი.

კომპლექსი სრულად არის ამოვარდნილი გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან, ეწინააღმდეგება  მასშტაბს, გააქრობს მთის ხედების აღქმას.  გამოსავალია,  გამოცხადდეს ღია კონკურსი აღნიშნული ტერიტორიის განაშენანების გეგმის მოსამზადებლად, პროექტი დაუბრუნდეს დამუშავების პირვანდელ სტადიას. 

ყოველ შემთხვევაში დღევანდელი სიტუაცია არის, რომ სახელმწიფო ამბობს-  მე ვპატრონობო, “ორბი” იძახის-  მეო, აქეთ ჩვენ ვართ. ბახმარო არის იმ მდგომარეობაში, დედა რომ ერთი ჰყავს და მამები ვერ დაგითვლია”,_ განაცხადა პაატა დობორჯგინიძემ.

ინფორმაციისთვის, ბახმაროში “ორბი” კომპლექსის  აშენების შესახებ პრესკონფერენცია ირაკლი კვერღელიძემ 27 თებერვალს გამართა. 

ჟურნალისტებისთვის მოწოდებულ ინფორმაციას კი “ლელოს” ჩოხატაურელი ლიდერი, მალხაზ ჩხიკვაძე გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა.

ბახმაროპაატა დობორჯგინიძე
გაზიარება10Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:25; 22 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ჩოხატაურელი მოძღვარი გარდაიცვალა

17:08; 22 სექტემბერი, 2026

"ამით დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველო"-სტოლტენბერგი

"არავინ არ არის გატაცებული" _ დარჩიაშვილი მექსიკაში მყოფ ქართველებზე

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:25; 22.09.2026
სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებულ პირს ბრალი წარუდგინეს

17:24; 22.09.2026
საზოგადოება

ჩოხატაურელი მოძღვარი გარდაიცვალა

17:08; 22.09.2026
საზოგადოება

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

16:59; 22.09.2026
მთავარი

საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

16:10; 22.09.2026
საზოგადოება

CMIS: ბოლო ერთ წელში, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 შემთხვევა დაფიქსირდა

15:36; 22.09.2026
საზოგადოება

„ გაფრინდა იქ, სადაც დიდი სიყვარული ელოდება”

15:11; 22.09.2026
პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22.09.2026
საზოგადოება

ზედოზირების შემთხვევები და შესაძლო სინთეზური ოპიოიდები _ რას წერს ზურაბ სიხარულიძე

13:41; 22.09.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით

13:25; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო