შაბათს, დონალდ ტრამპის დაბადების დღეს, აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე, ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა _ მათ პროტესტი გამოუცხადეს პრეზიდენტს და სამხედრო აღლუმს, რომელიც ვაშინგტონში ჩატარდა, _ იუწყება ბი ბი სი.
დემონსტრაციების და მასობრივი პროტესტის ორგანიზატორი იყო ჯგუფი «No Kings» („არა მეფეებს“) _ ეს დღე გამოცხადა პროტესტის საერთო ეროვნულ დღედ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ.
ნიუ იორკში, ფილადელფიაში, ჰიუსტონში და კიდევ ბევრ მსხვილ ქალაქში გაიმართა ხალხმრავალი მიტინგები, რომელზეც სიტყვებით გამოვიდნენ ადგილობრივი კანონმდებლები, პროფკავშირების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.
სამხედრო აღლუმი მიეძღვნა აშშ-ს არმიის 250-ე წლისთავს და დაემთხვა ტრამპის დაბადების 79-ე წლისთავს.