კურორტ ბახმაროში ყოველწლიური ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2026“ ტარდება.
2400-მეტრიან დისტანციაზე „გურიის თასის მოპოვებისთვის“ შეჯიბრების შედეგად, საპრიზო ადგილები მედიაპლატფორმა “გურიას” ინფორმაციით, შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი („გურიის თასი“): ნიკა ფერაძე (ჩოხატაური)
II ადგილი: მუხამედ აჩიევი (პანკისი)
III ადგილი: საბა ხურცია (რაჭა)
რაც შეეხება „გმირების თასს“, სადაც 2400-მეტრიან დისტანციაზე ერთმანეთს შერეული ჯიშის ცხენები ეჯიბრებოდნენ, გამარჯვება ოზურგეთელმა საბა ხურციამ მოიპოვა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი ჩოხატაურის წარმომადგენელმა, გიორგი ცინცაძემ დაიკავა.
ინფორმაციისთვის, ბახმაროს თასი 2026“-ის ფარგლებში ოთხი გარბენი ტარდება: „ნაბეღლავის თასი“, „გურიის თასი“, „გმირების თასი“ და მარულა (4 800-მეტრიან დისტანციაზე). შეჯიბრების საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს.
ფოტო: გვერდი “ბახმარო”

































































