გასულ ღამეს, ამერიკაში, ნიუ ორლეანის ციხიდან 10 პატიმარი გაიქცა | ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sky News ავრცელებს.
Sky News წერს, რომ პატიმრებმა საკანში დამონტაჟებული უნიტაზი მოხსნეს, მის უკან კედელში ხვრელი გააკეთეს და ასე მოახერხეს გაქცევა. გაქცევამდე მათ ხვრელის თავზე დატოვეს წარწერა – “ძალიან მარტივი იყო”.
გამოცემა აღნიშნავს, რომ წინასწარი ვერსიით, პატიმრებმა ციხიდან გაქცევა მაშინ მოახერხეს, როცა მათი ზედამხედველი ერთადერთი ბადრაგი საკვებისთვის იყო გასული.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 7 საათის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო. ბადრაგებმა მომხდარის შესახებ მხოლოდ მომდევნო დილას გაიგეს.
10 გაქცეული გაქცეულიდან 2-ის დაკავება მოხერხდა. 8 პატიმარი კი ამ დრომდე იძებნება.
წყარო: მტავარი არხი