გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ჩოხატაურში – 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ნ.დუმბაძის,გოგებაშვილისა და თბილისის.ასევე სოფლებს: ფარცხმასა და შუაფარცხმას.
ოზურგეთში– 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:მთისპირს,ასკანას,შრომას,მაგნეტიტსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა ურეკის ნაწილს.
ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

































































