ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაურის დაკავების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მიმართ, ვინც გადაწყვეტს აგენტობას სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფო იქნება პრინციპული.





































































