https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ღია წერილი გიორგი ვოლსკის _ დაფინანსებული ტროლები, აგრესია და ბულინგი ვერ შეგვაშინებს!

9:09; 11.09.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„აზრის გამოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად, მხოლოდ რეგვენ ადამიანს შეუძლია“, _ ვაჟა-ფშაველას ეს სიტყვები, სოციალურ ქსელში, 10 სექტემბერს ძალიან აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ბევრმა არასწორად გადათარგმნა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

უფრო დეტალურად: 10 სექტემბერს, ონლაინ სააგენტო “interpressnews.ge”-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით _ “ანდერს ფოგ რასმუსენი: ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე”.

სტატიაში მოცემულია ამონარიდები რასმუსენის ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს NATO-საქართველოს ურთიერთობებსა და მომავალი წევრობის საკითხზე.

“interpressnews”-მა მოგვიანებით სათაური დააკორექტირა, რადგან ის იყო შეცდომაში შემყვანი და წინააღმდეგობაში მოდიოდა სტატიის შინაარსთან და კონტექსტთან. “interpressnews”-ის სტატია, ინტერპრეტირებული აღწერით, ასევე გადააზიარა ფეისბუქ გვერდმა “Politicano • პოლიტიკანო”, რომელმაც საკითხი ლიბერალებს დაუკავშირა. რასმუსენის განცხადებას მოჰყვა მანიპულაციური შეფასებები პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატის გია ვოლსკის მხრიდანაც. 

„აფხაზეთსა და ცხინვალზე უარს არ ვიტყვით, რადგან ეს არის ისტორიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლა“, _ უთხრა ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“.

„აღნიშნული თემის მანიპულაციური ინტერპრეტირება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, საქართველომ ნატოში გასაწევრიანებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი უნდა თქვას. რეალურად, რასმუსენის განცხადებით, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლოა, განიხილებოდეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, NATO-ს წესდების მე-5 მუხლი, პირველ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს დაფარავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ ამოქმედდება. რასმუსენმა ილუსტრირებისთვის გერმანიის მაგალითი მოიყვანა, როდესაც გერმანია NATO-ს წევრი 1955 წელს გახდა, ხოლო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე (აღმოსავლეთ გერმანია) ატლანტიკური ალიანსის წევრობა მხოლოდ 1990 წლიდან, ანუ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ამოქმედდა“, _ წერს “მითების დეტექტორი”.

თუმცა, „მითები დეტექტორის“ განმარტებამდე, სოციალურ ქსელში ბევრი კომენტარი გაკეთდა და ვოლსკი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ბევრმა დაადანაშაულა.

ის, რომ განცხადება არასწორი იყო და რასმუსენის კომენტარი ცუდად გადათარგმნილი, უმრავლესობის ლიდერს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამაც შეახსენა სოციალურ ქსელში:

„თუ ინგლისური არ იცის ვინმემ უთარგმნეთ, ბოლოს და ბოლოს დაუწერეთ და მერე გააკეთებინეთ განცხადება. აზრი ვერ გამოაქვთ და საზოგადოებაც შეცდომაში შეყავთ“, _ მიმართა გოგელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ამავე პოსტზე, საჯარო გზავნილი გიორგი ვოლსკსაც გაუგზავნა:

„გიორგი ვოლსკი! იმედია, ამას ბულინგს არ უწოდებთ და ტროლებს არ მომიგზავნით (თუმცა, არც ესაა პრობლემა). ამ ქვეყნის გულშემატკივრის რჩევაა ეს და „ნაცობას“ ნუ დამაბრალებთ ამის გამო. და მთავარი _ რასმუსენმა თქვა, რომ დავიწყოთ დისკუსია იმაზე, ხომ არ შევიდეს საქართველო ნატოში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთით და ცხინვალით, თუმცა, კონფლიქტების მოგვარებამდე ალიანსის მე-5 მუხლი (კოლექტიური თავდაცვა) არ გავრცელდეს კონფლიქტურ ზონებზე. დავესესხები Konstantine Shubitidze-ს და მისსავე განმარტებას გეტყვით _ ამ ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ალიანსის სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს გაუმარტივდეთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე დათანხმება და უაზრო არგუმენტები გამოეცალოთ ხელიდან“, _ დაწერა გოგელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ამ პოსტზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, მოგვიანებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის პოსტზე, რომელიც, ასევე, აკრიტიკებდა ვოლსკის მანიპულაციას, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი აუგად მოიხსენია _ თანაც ისე, რომ ე. წ. თაგი არ გაუკეთებია.

„ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის NATO ცნობს, თინა! ესაა პასუხი შეკითხვაზე _ ვიზიარებ თუ არა რასმუსენის მოსაზრებას, “რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსია, რამდენად მისაღებია მისთვის ნატო-ში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე გაწევრიანება”.

შემდგომ არა ერთი კომენტარი გავაკეთე. მაგ კომენტარშიც ჩანს მთავარი ხაზი _ “ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია” და ეს ვითომ არ ყოფილა:)) ანუ შეგნებულად ამახინჯებ…
რაც შეეხება “5-ე მუხლის გარეშე”, ამაზე აპატურაიმ გასცა პასუხი, რომ არარეალისტურია! რაო, მოსკოვის აგენტია?!

რა მძიმე წასაკითხია, რამეს რომ გაბრალებენ… ჩემი “ადრეული პარტიულობა” არ განაპირობებს დამოკიდებულებას ქვეყნის, თუნდაც ჩემი და თქვენი შვილების ინტერესების მიმართ, ისევე, როგორც დათო უსუფაშვილის…
ადრე პოლონეთის ცკ-ს პირველი მდივანი იყო კვაშნიევსკი, რომელმაც პოლონეთი ნატოში შეიყვანა, შარტავა ჩემი უფროსი იყო _ საქართველოს გმირი. მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი.

არ ვიცი, აქვს თუ არა აზრი ამის მოწერას, მაგრამ არასოდეს მიკადრია დაბრალება, შენც ნუღარ იკადრებ _ ნატო გოგელია ხომ არა ხარ?:))“ _ მიმართა ხიდაშელს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ამ გზავნილის გამო,  ნატო გოგელიამ ვოლსკის შესაბამისი ახსნა-განმარტება საჯაროდ მოსთხოვა:

„დაგეთაგეთ მაინც… ჩუმად, სხვის კედელზე, რომ მომიხსენიებთ ცუდად; ეს, არ მგონია, ვაჟკაცური საქციელი იყოს. და ახლა მთავარზე _ აბა, ბრძანეთ, რა დაგაბრალეთ და რა არ ყოფილა? ჯერ თქვენ გისმენთ და მერე მე გეტყვით, რას იბრალებთ, რას არ აკეთებთ და სად და როდის ავრცელებთ არასწორ ინფორმაციებს (მერე რომ იუარებთ ვიცი, მაგრამ მაინც). Tinatin Khidasheli მაპატიე, შენი კედლის გამოყენება, მაგრამ უმრავლესობის ლიდერმა ჩემს კედელზე არაფერი თქვა და ჩუმად შენთან მომიხსენია საკმაოდ თავხედურად, არასწორად და კაცისთვის შეუფერებლად! ამიტომ, აქვე მოვთხოვ პასუხს! გისმენთ, ბატონო გიორგი!“ _ გოგელიას ამ საჯარო მესიჯს უმრავლესობის ლიდერმა მოკლედ უპასუხა: „აზრი არა აქვს…“

„თქვენ, უმრავლესობის ლიდერი რომ გქვიათ და ასე, სხვის კედელზე ჩუმ-ჩუმად ილანძღებით, იმას აქვს აზრი? რატომ არ გინდათ, ჩამონათვალი გააკეთოთ? რა დაგაბრალეთ ისეთი, რაც არ გითქვამთ? გისმენთ… ბრალდებები და სიტყვის უკან წაღებები კარგად გამოგდით, მაგრამ გურიაში არ ვიცით მასე (ვფიქრობ, დახურულ შეხვედრაზე მაინც მიხვდებოდით) და არც უკან დახევა გვიყვარს… სიმართლისთვის ბევრი გვიბრძოლია… აი, იმ წლებში, როცა თქვენ მართლა არ ვიცი, სად იყავით, ჩვენ სიმართლეს ვამბობდით და ამის დიდი დამსახურებაა, რომ თქვენ უმრავლესობის ლიდერი ხართ. თუმცა, თქვენ ეს სულ არ გაინტერესებთ _ თქვენთვის მთავარი “იარლიყების მიკერებაა”, მაგრამ მე იმ კატეგორიაში არ გავდივარ, ვინც ამას დუმილით შეხვდება. ამიტომ, გისმენთ _ სიტყვას ფაქტები მოაყოლეთ. ან – იტყვით, ან მე თქვენს დუმილს იმის ნიშნად მივიღებ, რომ სიცრუე აღიარეთ…“ _ ჩვენი ჟურნალისტის ეს გზავნილი გიორგი ვოლსკიმ უპასუხოდ დატოვა.

რას ნიშნავს მისი დუმილი, მკითხველმა განსაჯოს, თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გიორგი ვოლსკი თავს გვესხმის. რამდენიმე დღის წინ, მის მიერ, გურიაში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, თხილის ფასის დარეგულირებაში სუს-ს ჩართავდა, ხმაურის მიზეზი გახდა. კომენტარი იმის შესახებ, რომ ვოლსკის განცხადება ბიზნესზე ზეწოლას ნიშნავდა და შესაბამისი გამოხმაურებები, რომ პოლიტიკოსი ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, ვოლკისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ჯერ ნათქვამი უარყო, რის შემდეგაც, ჩვენი ჟურნალისტის სოციალურ გვერდს ფეისბუქში, სადაც მასალა იყო დაანონსებული, “ტროლები“ შეესია. მოგვიანებით კი, საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მას „ზოგიერთი ჟურნალისტი აბულინგებდა“.

მართალია, იმ განცხადებაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის სახელი და გვარი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, განცხადების შინაარსით ნათელი იყო, რომ ჩვენს ჟურნალისტს გულისხმობდა. იმის მიუხედავად, რომ ბატონ გიორგის შეეძლო ნებისმიერი პრეტენზია და მოსაზრება “გურია ნიუსის“ მენეჯმენტთან განეხილა (ჩვენი მედიასაშუალება შეცდომის ან უზუსტობის შემთხვევაში, ბოდიშის მოხდას, ჩასწორებას ეთიკურობად მიიჩნევს), უმრავლესობის ლიდერმა სხვა გზა აირჩია _ სამწუხაროდ, როგორც ჩვენი წყაროები ადასტურებენ, გიორგი ვოლსკი შეხვედრიდან-შეხვედრაზე, იმის გარკვევას ცდილობდა, იყო თუ არა „გურია ნიუსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი.

რას და რა ფორმით გაარკვევს უმრავლესობის ლიდერი, რომელიც კედელ-კედელ და შეხვედრა-შეხვედრა ჩვენზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, შეიძლება დიდად ყურადღების მისაქცევი არ ყოფილიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამას დასასრული არ უჩანს, ვფიქრობთ, რამდენიმე სიტყვით წარსული უნდა გავიხსენოთ.

შეგახსენებთ მის ბიოგრაფიას: 1984-დან 1990 წლამდე კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი იყო (ანუ ამ თანამდებობაზე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგაც მუშაობდა; შემდეგ, შევარდნაძის ხელისუფლებაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა – 2003 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო; 2003-2004 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, სპეციალური თანაშემწე; 2004-2006 წლებში, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა; 2006-2007 წლებში  – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და საგანგებო დავალებათა ელჩი; 2007-2011 წლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპსამსახურის რეზერვი გახლდათ.

ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ წლების განმავლობაში, ამ, ამისწინა, იმისწინა და იმისწინაწინა ხელისუფლებებთან ვიყავით (მხოლოდ იმისთვის, რომ გვქონოდა სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო, აპოლიტიკური პროკურატურა და ა.შ.) მისი თანადგომა არ გვახსოვს.

ბატონ გიორგის წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს დევნა, შევიწროება, არ უნახავს როგორ დასდევდნენ ჩვენს ჟურნალისტებს, მათი ოჯახის წევრებს. არც ის ეცოდინება, რომ „გურია ნიუსი“ იყო პირველი მედიასაშუალება, რომელმაც ციხეებში არსებული ვითარება, მათ შორის, სერგო თეთრაძის საქმე არაერთხელ გაახმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს; არც ის, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ლაფანყურის სპეცოპერაციაზე დავწერეთ და ჩვენგან იგებდა მთელი ქვეყანა იმ რეალობას, რაც ლაფანყურში ხდებოდა; არც ის ეცოდინება, რომ სწორედ ნატო გოგელია დაშავდა 26 მაისს და არც ის, რომ მაშინ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მივმართეთ (და, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მოვიგეთ კიდეც!). “გურია ნიუსი“ იყო ბევრი საკანონმდებლო ცვლილების, საპროტესტო მოძრაობის ინიციატორი (ხანდახან _ მარტოც!), რომელმაც წინა და იმისწინა ხელისუფლებების ძალაუფლებით ტკბობის დასრულებაში წვლილი შეიტანა.

რაც შეეხება დღევანდელობას; ბატონო გიორგი, ჩვენთვის „იარლიყების მოკერებას“ , ჩვენ გუნდში მტრების ძიებას გირჩევთ, საკუთარ გუნდს მიხედოთ _ მიმოიხედეთ, რამდენი საეჭვო პოლიტიკური წარსულის ადამიანი გყავთ გვერდით. ჩვენი პროფესიული ვალი კი, პოლიტიკური მეხსიერების, ჩავლილი და მიმდინარე მოვლენების, ფაქტები ერთგულებაა. ამიტომ, ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ზუსტად ისევე არ დავწერთ ამ ხელისუფლების შეცდომებზე, როგორც წინა ხელისუფლებაზე ვამბობდით! გვჯერა და გვწამს, რომ ამით სწორედ ხელისუფლებას ვეხმარებით, რომ დასასრული არ მოიახლოვოს!

ჩვენ არ ვართ, არ ვყოფილვართ და არც ვიქნებით კონტროლირებადი მედია! ჩვენ ყოველთვის ვაწვდიდით ჩვენს მკითხველს გადამოწმებულ, ობიექტურ ინფორმაცის და ვამბობდით სიმართლეს!

ისევე, როგორც წინა ხელისუფლებების დროს, ახლაც ვუყვებით ადამიანებს კორუფციაზე, უკანონობაზე, შერჩევით სამართალზე, ყველაფერ იმაზე, რაზეც ეს ხელისუფლება თვალს ხუჭავს და ასეც გავაგრძელებთ.

გვერწმუნეთ, ვერც დაფინანსებული ტროლები, ვერც მაღალჩინოსნების აგრესია და მართლაც რომ ბულინგი ვერ შეგვაშინებს!

ჩვენ ვმუშაობდით და ვიმუშავებთ ხალხისთვის და იგივეს გირჩევთ თქვენ _ სწორედ ამაში გიხდით ხელფასს საჯარო მოხელეებს და არა არასამართლიანი პოლიტიკით, სიტყვით თუ პოსტით საზოგადოების განაწყენებაში!

წინ 2020 წლის არჩევნებია. ალბათ, მანამდე, კიდევ ბევრი “ტროლი“ გამოჩნდება, კიდევ მეტი აგრესია წამოვა, ბევრს ნერვები უმტყუნებს, მაგრამ პოლიტიკოსების  სიძლიერე ძველ მეთოდებზე უარის თქმით, სამართლიანობის ერთგულებით, ღირსეული შრომის დაფასებით და ქვეყნის ინტერესების საკუთარ სიცოცხლეზე მაღალა დაყენებით იზომება. ეს მარტივი ჭეშმარიტება, სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მისვლამდე ყველასთვის გასაგებია, მისვლის შემდეგ _ ერთეულებისთვის რჩება ღირებულად.

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მერკელი: ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველი პირველკლასელები დაასაჩუქრა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო