https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გურული მშრომელები არ შევრცხვებით ახლაც _ ვიბრძოლებთ ბოლომდე!” _ გაფიცვების სერია გურიაში

12:05; 25.05.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ერთდროულად დაწყებული გაფიცვების სერია გრძელდება: ქალაქ ოზურგეთში “გულისტანის” მუშები სამ კვირაზე მეტია აქციებს მართავენ, აქციაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავშიც “წყალი მარგებლის” ოფისთან.

ორივე აქციის მთავარი მოთხოვნა ხელფასების მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

ორშაბათს, 24 მაისს, ქალაქ ოზურგეთში, საწარმო “გულისტანში” ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმებოდა, მაგრამ აქციის ფორმა მას შემდეგ შეიცვალა, რაც საწარმოს თურქმა მფლობელებმა, გაფიცული ქართველი მუშების ნაცვლად, მუშები თურქეთიდან ჩამოიყვანეს.

როგორც გაფიცულები “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, პროტესტს მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ; “გულისტანის” მუშები კი 21 დღეზე მეტია გაფიცულები არიან (აქცია 4 მაისიდან დაიწყო).

როგორც “გულისტანის” მფლობელი აცხადებდა, ამ ეტაპზე შეუძლებელი  იყო ხელფასის გაზრდა და პროტესტს აზრი არ ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეპატრონემ მუშები თურქეთიდან ჩამოიყვანა, “გურია ნიუსთან” დაადასტურა საწარმოს მენეჯერმა მარინა ჩხაიძემ:

_ დიახ, სიმართლეა. მფლობელმა მუშები თურქეთიდან  ჩამოიყვანა. თუმცა, მუშაობა ჯერ არ განახლებულა, _ გვითხრა მან.

ვასო ნადირიძე, აქციის მონაწილე: “21 დღე “გულისტანის” შენობის წინ მიდის საპროტესტო აქცია. ამ ხნის განმავლობაში, მუშების და მისი ოჯახის წევრებისთვის არაფერი ფინანსური შემოსავალი არ არის და ესენი გვეთამაშებიან! ველოდებოდით შეხვედრას, მათ კი თურქეთიდან ჩამოიყვანეს მუშები. ჩვენი ბედი არ აწუხებთ. ახლა აპირებენ, რომ საწარმოდან პროდუქცია გაიტანონ, რადგან უფუჭდებათ. ჩვენ გვაქვს ხალხის იმედი, რომ ჩვენ გვერდით დადგება ყველა… ჩვენ არ ვართ რომელიმე პოლიტიკური ძალის ან პოლიტიკოსის გავლენის ქვეშ _ ეს არის მუშების პროტესტი და ჩვენ ვიცავთ ჩვენ უფლებებს”.

გულნარა ქადიეშვილი, აქციის მონაწილე: “სამართალი არ არსებობს ამ ქვეყანაზე?! 72 წლის ქალი შვილის გამო ვდგავარ აქ. მას სამი შვილი ჰყავს და მათ არსებობა, კვება არ უნდათ? მსგავსი უკანონობა და უსამართლობა არსად მინახავს!”

გელა ქადიეშვილი, აქციის მონაწილე: “მანქანაში დამალულები შემოიყვანეს თურქეთიდან ჩამოყვანილი მუშები. ჩვენ კი ახალ მოლაპარაკებას ველოდებოდით. უფრო მეტად გაგვაღიზიანეს და ასე უსამართლოდ გვექცევიან ყოველდღე!”

“გურია ნიუსის” შეკითხვაზე, მიმართეს თუ არა აქციის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას ჩართულიყო მოლაპარაკებების პროცესში, გელა ქადიეშვილი გვპასუხობს, რომ თავად გაფიცულების ორგანიზებული შეხვედრა ვერ შედგა:

_ არავინ არ გამოგვეხმაურა. გვინდოდა კვირას მომხდარიყო შეხვედრა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ შედგა, ვერ მოხერხდა ბიჭების შეკრება.

“დღეს ჩვენთვის მძიმე სიახლე გვაქვს; ვიცოდით, რომ ჩამოვიდნენ კომპანიის დამფუძნებლები და შედგებოდა მოლაპარაკება, მაგრამ ამის მაგივრად, სიტუაცია შეიცვალა _ ჩამოიყვანეს სხვა დაქირავებული მშრომელები ეროვნებით, მგონი, არიან თურქები. ჩვენ ვცადეთ მათთან გასაუბრება, მაგრამ მათ დუმილი არჩიეს, ხმას არ იღებდნენ. დღეს აქციას შემოუერთდა ორი მძღოლი, რომლებმაც უარი განაცხადეს “გულისტანში” მუშაობაზე და ახლა ჩვენ გვერდით არიან”, _ გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ ლადო ურუშაძემ.

აქციის მონაწილე თაზო ნადირიძე გაფიცულებს მიმართავს და ამბობს: “18 დღეა, მე თქვენთან ერთად ვარ. ყველაზე ნაკლებად მაქვს აქ მე სიტყვის თქმის და გამოსვლის უფლება, მაგრამ როცა 26 ტონა ტომრებს ავწევთ და 400 ლარს მივიღებთ, პროტესტი უნდა გამოვხატოთ. გურია, საუკუნეების მანძილზე თავის სათქმელს ამბობდა; გურული მშრომელები არ შევრცხვებით ახლაც _ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რამდენი ეკიპაჟიც არ უნდა მოვიდეს აქ, ჩვენ ხმას გავაგონებთ ყველას!”

“სიმართლე ერთია: ოთხი წელია ერთი და იგივე ხელფასი აქვთ ამ ადამიანებს და გარშემო ყველაფრის ფასი იზრდება მუშახელის ხელფასის გარდა. ეს ადამიანები ლეგიტიმურად ითხოვენ ხელფასის ზრდას, რადგან იმ პროდუქციის ფასიც, რასაც ისინი აწარმოებენ (საუბარია საწარმო “გულისტანზე”. ავტ.) გაძვირებულია. ამიტომ, აუცილებლად უნდა მოუგვარდეთ ამ ადამიანების ის საკითხები, რომელსაც აყენებენ. გარდა ამისა, საუბარია შრომის კოდექსის და შრომის პირობების მრავალი დარღვევის შესახებ. ამ ადამიანებს ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ უნდა ჰქონოდათ მოჭრილი ხელფასი, მაგრამ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მათთვის მომგებიანი იქნებოდა არა მოჭრილი ხელფასის გაცემა, არამედ საათობრივად ანაზღაურება. ეს კი იწვევს იმას, რომ თუ დამსაქმებლის ბრალით ხდება მუშახელის მოცდენა, ეს მოცდენილი საათები არ ანაზღაურდება. შესაბამისად, ხელფასები უკანონოდ ექვითება ამ ადამიანებს. ასევე, კანონდარღვევით სარგებლობენ ბიულეტენით, სხვა საკითხებიცაა აუცილებლად შესასწავლი და მოსაგვარებელი”, _ ასეთი კომენტარი გააკეთა “გურია ნიუსთან” საუბრისას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორმა ირაკლი მხეიძემ.

“გულისტანის” წარმომადგენლის და ადვოკატის აკაკი თოიძის თქმით, “გულისტანში” მუშების გაფიცვა არასანქცირებულია და აქედან გამომდინარე, მათ წინააღმდეგ სარჩელი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში უკვე შეიტანეს:

“კანონმდებლობის ფარგლებში ხდება ყველაფერი. თუ სასამართლო კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს, შემდეგ ადმინისტრაცია გადაწყვეტს, როგორ იმოქმედოს.

4 მაისიდან დღემდე, რამდენიმე საუბარი გაიმართა ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, მეც ვესწრებოდი შეხვედრას, მაგრამ ადმინისტრაციის მხრიდან არის უარი”, _ აღნიშნა აკაკი თოიძემ.

 “საერთოდ, ქვეყანაში სოციალური-ეკონომიკური ფონი მძიმეა, ხელფასები არ არის საკმარისი, გაზრდილია ფასები… ეს ახლა სამტკიცებელი არ არის და ყველასთვის ნათელია, რომ ძნელია ადამიანმა დღეს თავი ირჩინოს, თუ მას ხელფასი არ ექნება”, _ ამბობს თოიძე, რომლისთვისაც ადამიანურად და ემოციურად გასაგებია მუშების პროტესტის არსი.

“გურია ნიუსის”ჟურნალისტთან მარინე ჩიხლაძესთან “გულისტანის” მენეჯერმა მარინა ჩხაიძემ, გაფიცვიდან მესამე დღეს, შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

_ მესამე დღეა გაიფიცნენ და არ შემოდიან სამუშაოდ. ისინი ითხოვენ ხელფასის გაზრდას, მაგრამ, ამ ეტაპზე, ამის საშუალება არ არის, საშუალო ხელფასი კი 650 ლარია. ბიზნესისთვის  მრავალი დამამუხრუჭებელი ფაქტორია: დოლარის კურსმა აიწია, ფქვილის რეალიზება ჭირს… ადრე კარგი მუშაობა იყო, მაგრამ ახლა, იცით, რა სიტუაციაა. როცა მდგომარეობა გამოსწორდება, ვპირდებით, რომ გაუმჯობესდება ანაზღაურება, თუმცა, არ ისმენენ და ზეწოლით სურთ ამის გაკეთება. მათ აიყვანეს ადვოკატი და შესაბამისად, ჩვენც მივმართეთ იურისტს. ჩვენც გვინდა, რომ ხელფასები იყოს უფრო მაღალი და ყველა კმაყოფილი იყოს, რომელ ბიზნესში არ სურთ ეს ასე? მაგრამ ახლა რომ არ არის ამის საშუალება?!” _ ამბობს ჩხაიძე.

სამშაბათს მუშებმა საწარმოდან მანქანების გადაადგილებისთვის ხელშეშლა სცადეს.  აქციიდან “გურია ნიუსს” შეატყობინეს, რომ მძღოლმა პროდუქციის გადაზიდვაზე უარი თქვა და საჭეს “გულისტანის” მეპატრონე მიუჯდა, თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ავტომანქანა საწარმოს ტერიტორიაზე გააჩერეს.

ორშაბათს, თბილისის ოფისის პარალელურად, აქცია გაიმართა სოფელ ნაბეღლავში “წყალი მარგებლის” ქარხნის ეზოშიც. გამართულ აქციაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მუშები სამუშაოზე დაბრუნებას მანამდე არ გეგმავენ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი დაბალ ანაზღაურებას, არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ და ხელმძღვანელობისგან საათობრივი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.

მოსე კალანდაძის თქმით, მოთხოვნები ისევ იგივეა, რაც რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციაზე გაჟღერდა:

“მოლაპარაკებებზე მოდიან, მაგრამ ჩვენ გვინდა პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად მივიდეთ, თუმცა ეს “ნაბეღლავის” წარმომადგენლებს არ უნდათ. გვინდა ისეთი პირი გვახლდეს, რომელიც იურიდიულ საკითხებში ერკვევა… არაფერს ისეთს არ ვითხოვთ, რის შესრულებაც არ შეუძლია კომპანიას”.

აქციის მონაწილის ბაჩო ჯახაიას თქმით, არც ის აპირებს ქარხანაში მუშაობის გაგრძელებას, ვიდრე არ შესრულდება მუშების მოთხოვნები:

“ინტენსიურად ვაგრძელებთ გაფიცვას. ვითხოვთ გაუმჯობესებულ პირობებს და ასევე, მომატებულ ხელფასებს. კონკრეტულად, ფიქსირებული ხელფასის მომატებას ვითხოვთ და დარჩეს საბონუსე სისტემა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს შეთანხმება მოხდება. მანამდე აუცილებელია მოხდეს შეხვედრა მედიატორების თანხლებით. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ “ნაბეღლავის” ქარხნის წარმომადგენლებს გამოტანილი აქვს ახალი კონტრაქტები და განიხილავენ პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად”, _ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ბაჩო ჯახაიამ.

აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი ირაკლი მხეიძე:

“დასაქმებულთა სამართლიანი პროტესტი გრძელდება. ადმინისტრაცია კი კვლავ აგრძელებს უპასუხისმგებლო მოქმედებებს, ის ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს დასაქმებულთა შორის, მოახდინოს სხვადასხვა ჯგუფის ფორმირება და ამით ამღვრეულ წყალში დაიჭიროს თევზი. ცდილობენ, შემოიფარგლონ ისევ მხოლოდ დაპირებებით. ამბობენ, რომ სათითაოდ დაელაპარაკებიან თანამშრომლებს და უარს აცხადებენ იურისტების მონაწილეობით შეხვედრაზე. ამას იმიტომ  აკეთებენ, რომ ცდილობენ ისევ და ისევ შეცდომაში შეიყვანონ დასაქმებულები და ფუჭი დაპირებებით მოახდინონ წარმოების სამუშაო პროცესის აღდგენა”, _ ამბობს მხეიძე.

“მარგებელი ჰოლდინგი” სადისტრიბუციო კომპანია “ენგადისა” და მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია “წყალი მარგებლის” თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჰოლდინგი ყველანაირ ღონეს მიმართავს, რომ ყველა განსახილველი საკითხი ცივილურ და სამართლებრივ ფარგლებში გადაწყდეს.:

“განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესების კანონის ჩარჩოებში მოქცევა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი იყოს სამართლებრივად გამართული, რაც შედის როგორც დასაქმებულთა, ასევე კომპანიათა ინტერესებში.

ამ ეტაპზე, ხელმძღვანელებთან ერთად პროცესში ჩართულები არიან, როგორც შიდა, ასევე მოწვეული იურისტები, რათა პროცესი წარიმართოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. პარალელურად, ორივე კომპანიაში, მართალია შეფერხებებით, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰოლდინგის გადასარჩენად, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ რთული 2020 წელი ჰოლდინგმა მნიშვნელოვანი ზარალით დაასრულა. მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, დასაქმებულთა წინაშე არსებული ვალდებულებები სრულდებოდა და სრულდება შეუფერხებლად.

გვინდა მადლობა მოვახსენოთ ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და მიუხედავად არსებული ვითარებისა, განაგრძობს მუშაობას. ხოლო რაც შეეხება ჩვენს იმ თანამშრომლებს, რომელთა ინიციატივითა და ორგანიზებითაც შექმნილია აღნიშნული ვითარება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველანაირ ღონეს მივმართავთ, რათა ცივილურ და სამართლებრივ ფარგლებში გადავწყვიტოთ ყველა განსახილველი საკითხი ჩვენი თანამშრომლებისა და კომპანიების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით”, _ ნათქვამია განცხადებაში.

“გურია ნიუსი” უახლეს ამბებს გაფიცვების შესახებ სისტემატურად შემოგთავაზებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

ტემპერატურა -18, -20 გრადუსამდე დაეცემა _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14:01; 16 იანვარი, 2026

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის საკონსერვაციო პროექტმა "ევროპა ნოსტრას" აღიარება მოიპოვა

როგორ აღინიშნება წელს დამოუკიდებლობის დღე საქართველოში

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16.01.2026
პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16.01.2026
G-NEWS TV

„მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

18:29; 16.01.2026
სამართალი

ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

17:55; 16.01.2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16.01.2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16.01.2026
ფინანსები

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16:35; 16.01.2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16.01.2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

15:44; 16.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:37; 16.01.2026
მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო