აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ისრაელმაც და ირანმაც დაარღვიეს მის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და რომ ის არცერთი ქვეყნით არ არის კმაყოფილი, განსაკუთრებით კი ისრაელით.
მანამდე, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მკაცრად გააფრთხილა ისრაელი, არ მიეტანა მორიგი იერიში ირანზე.
„ისრაელ, არ ჩამოაგდოთ ეს ბომბები. თუ ამას გააკეთებთ, ეს სერიოზული დარღვევა იქნება. ახლავე დააბრუნეთ პილოტები სახლში!“ _ დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.