“პუბლიკას” ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრები დემონტრანტების წინააღმდეგ არსებულ კანონმდებლობას კიდევ უფრო ამკაცრებენ.
სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ ჩადენა:
სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.



































































