https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხამანწკებიდან _ ვაშინგტონის სახელით აფიორამდე

11:06; 15.06.2018
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბიზნესიდეების დაფინანსება 10 ლარად _  ეს ინფორმაცია გასული წლის ბოლოს გურიაში კარდაკარ გავრცელდა. მოსახლეობას ამის შესახებ მერის წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა უამბეს, რომლებმაც იდეების დამფინანსებელი ფონდის კონტაქტები, ერთ ფურცელზე დატეული განაცხადის ფორმაც დაარიგეს. 10-ლარიანი განაცხადის ეს ფორმები “ფინანსების გამცემი” ფონდის გურიის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ შენობებში გამართული შეხვედრების დროს გადასცეს.

ამ ამბავმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია _ განაცხადის უმარტივესი ფორმა ათეულობით ადამიანმა შეავსო და ფონდის ანგარიშზე 10-10 ლარიც შეიტანეს:

_ ეს რა კარგი ფონდი გამოჩნდა! 10 ლარს შეიტან, შენს იდეას ჩაწერ და დაგაფინანსებენ _ ეზოს შეგიღობავენ, ბოძებს დაგიდგამენ, ფუტკრის სკებს შეგიძენენ, _ ამბობდნენ გურიაში.

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ დონორ ფონდებთან შეხება, ეს ამბავი თავიდანვე საეჭვო იყო, რადგან არც ერთი სოლიდური და ავტორიტეტული ფონდი განაცხადის შევსებაში გადასახადს არ ითხოვს.

“გურია ნიუსი” დეტალების გარკვევას ე. წ. პროექტში ჩართვით ეცადა.

როგორც გავარკვიეთ, ამ ფონდის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი გია გოგუაძე იყო, რომელიც თანამშრომლებთან ერთად, შეხვედრებს, როგორც მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან, ასევე, რწმუნებულებთან და დეპუტატებთან მართავდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, გია გოგუაძე სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრის თხოვნით დაუკავშირდა:

„დაგვიკავშირდა ბატონი გია გოგუაძე არასამთვრობო ორგანიზაციის _ მრავალმხრივი დიპლომატიის ინსტიტუტის“ სახელით და გვითხრა, რომ იწყებოდა პროექტის გახორციელება სათაურით _ ამერიკელების ფული ქართველი ხალხისთვის. თხოვნა იყო სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრა ინფორმაციის გადაცმის მიზნით, რაც გახორციელდა კიდეც.

ბატონ გიას თან ახლა აკაკი სიხარულიძე, რომელიც გოგუაძის განმარტებით, მას შემდეგ რაც ორგანიზაციის გურიის ფილიალი დაფუძნდებოდა იქნებოდა გაცემული გრანტების უსაფრთხოებისა და მონიტორინგის ნაწილში. სხვა ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, ინფორმაცია არ გაგვაჩნია, _ გვითხრა კუჭავამ.

სიტუაციაში რომ უკეთ გავრკვეულიყავით, პირადად გია გოგუაძეს დავურეკეთ, ფონდის შესახებ ვკითხეთ და ვთხოვეთ, აეხსნა, როგორ შეგვევსო განაცხადი.

გოგუაძე დაგვპირდა, რომ ჩოხატაურში ჩამოსვლისთანავე შეგვხვდებოდა, მაგრამ არ გამოჩენილა, თუმცა, გამოჩნდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც ჯერ ხელმძღვანელ პირებს, შემდეგ კი მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

გოგუაძესთან ერთად, შეხვედრაზე უშიშროების ყოფილი თანამშრომელი აკაკი სიხარულიძე და ფონდის სხვა თანამშრომლებიც იყვნენ.

ასე იყო სხვა მუნიციპალიტეტებშიც _ მოქალაქეებს შეხვდნენ, დააჯერეს, განაცხადებიც შეავსებინეს და თანხაც გადაახდევინეს.

გავიდა თვეები, თუმცა, დაფინანსება ვერავინ მიიღო. პარალელურად, ფონდის დამფუძნებლებს და პარტნიორებს შორის განხეთქილება მოხდა და ითქვა, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობას.

გაირკვა ისიც, რომ “იდეების განვითარების ფონდს” გამოეყვნენ ამერიკაში მცხოვრები, ბიზნესმენად ცნობილი დავით კარტოზიას ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებმაც “იდეების განვითარების ფონდის” სახელით, ცალკე ოფისები დააარსეს.

რეესტრში ეს ფონდები რეგისტრირებულია, როგორც _ “ზეიტერ სამეგრელო”, “ზეიტერ გურია”, “იდეების განვითარების ფონდი _ კახეთი” და ა. შ.

“იდეების განვითარების ფონდის” დირექტორმა დიანა სახურიამ “ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას” აღნიშნა, რომ რადგან ეს სახელი დაპატენტებული არ ჰქონდა, ვერაფერი მოიმოქმედა, რომ იმავე სახელით სხვა ფონდი არ დარეგისტრირებულიყო.

აღსანიშნავია, რომ “ზეიტერ სამეგელოსა” და “ზეიტერ გურიას” გარდა, არსებობს “ზეიტერ თელავი”, “ზეიტერ ქვემო ქართლი”, “ზეიტერ ჯორჯია” და თქვენ წარმოიდგინეთ, “ზეიტერ საბერძნეთიც” კი.

სახურიამ გამოცემასთან იმ სქემაზეც ისაუბრა, თუ ვინ და რაში იღებდა ფულს ფერმერებისგან და ვისი გრანტით უნდა მომხდარიყო მათი დახმარება. როგორც მან აღნიშნა, უშუალოდ მის ფონდში 10-ლარიანი მოსაკრებელი 6 ათასამდე ფერმერს აქვს შეტანილი. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ბედი ეწია ამ 6 ათასამდე ფერმერს და მათ მიერ გადახდილ თანხას, სახურიამ თქვა, რომ მათთვის თანხის დაბრუნება ასე მარტივად ვერ მოხერხდებოდა, რადგან თანხის ნაწილი ამერიკაში იყო გადაგზავნილი. თუმცა, მისი თქმით, ყველასთან ჰქონდათ საუბარი და აუხსნა, რომ ფონდი ცდილობს, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს თუ ორგანიზაციებს მოელაპარაკოს და მათ გრანტის მიღებაში მაინც დაეხმაროს: 

“ფერმერების მიერ შემოტანილი თანხა საქართველოში ფონდის ანგარიშზე ირიცხებოდა, საიდანაც 30% -ს ამერიკაში დავით კარტოზიას ვურიცხავდით. ორჯერ კი თანხა ვინმე ივი სარმიენტოსთან გადავგზავნეთ. რაც შეეხება სქემას, თუ როგორ ხდებოდა ფერმერებთან მუშაობა: ფერმერს შემოქონდა იდეა, შემდეგ ამ იდეებს დარგების მიხედვით ვანაწილებდით და ამერიკაში კარტოზიას ვუგზავნიდით, რადგან პროექტები იქ უნდა შექმნილიყო. ამისთვის ირიცხებოდა ფერმერების მიერ შემოტანილი თანხის 30%-იც.

რაც შეეხება გრანტებს, თანხების მობილიზებაზე ამერიკაში არსებულ ორგანიზაციას _ IMTD-ს უნდა ეზრუნა, რომლის დირექტორიც კერინ დიკმარი იყო. მისი გამოგზავნილი დოკუმენტიც მაქვს, რომელზეც მხოლოდ ხელმოწერაა და არანაირი ბეჭედი. სწორედ ამ ორგანიზაციას უნდა უზრუნველეყო დონორებზე გასვლა და დაფინანსების მოპოვება. აღსანიშნავია, რომ კარტოზიასთან თანამშრომლობის გაწყვეტამდე, კერინს ორჯერ ველაპარაკე და დამპირდა, “ყველაფერი იქნებაო”. ამის შემდეგ არანაირი ურთიერთობა აღარ გვქონია. მცდელობის მიუხედავად, მასთან ურთიერთობა ვერ მოვახერხეთ, რადგან მის “ფეისბუქს” და “სკაიპს” უკვე კარტოზია პასუხობს”, _ ამბობს სახურია. 

სახურიას საუბრიდან კარგად ჩანს, რომ ფონდს არავითარი საგრანტო დაფინანსება არ ჰქონდა და უკეთეს შემთხვევაში, სხვადასხვა დონორთან მოლაპარაკებას შემდგომ გეგმავდა.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რას ნიშნავდა სახელწოდება _ “ზეიტერი” და ხომ არ ჰქონდათ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში საქართველოში დარეგისტრირებულ “ზეიტერებს” სათაო ოფისი, თუმცა, მსგავსი დასახელების მხოლოდ ერთ ორგანიზაცია მივაგენით _ აშშ-ში, კალიფორნიაში “ზეიტერი” სამედიცინო დაწესებულებას ჰქვია. ამის შემდეგ “ზეიტერ გურიას” დამფუძნებელს გია გოგუაძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ “ზეიტერი” აბრევიატურაა და “დროს, სისწრაფეს და ხარისხს” ნიშნავს, თუმცა, რომელ ენაზე, ეს ვერ გავარკვიეთ.

კარტოზიასთან დაკავშირება “გურია ნიუსმა” არა ერთხელ სცადა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენს გზავნილებს ნახულობდა, პასუხი არც ერთ კითხვაზე არ მოგვწერა. კარტოზიამ, ასევე, უპასუხოდ დატოვა კითხვა, როგორ და ვისი მეშვეობით შეარჩია გურიის წარმომადგენლობა.

კარტოზიასთან განსხვავებით, კითხვებზე გვიპასუხა გია გოგუაძემ, რომელიც კარტოზიას გუნდის წევრია. ყოფილი გამგებელი, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და ახლა უკვე ფონდის გურიის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არანაირი თაღლითობა არ ხდება:

_ 2 ივნისს მოგვივიდა მოწვევა რეგიონის ოფისების ხელმძღვანელებს და ამერიკაში მივდივართ, ფონდის სათაო ოფისში. ეს რომ თაღლითობა იყოს, როგორ წავიდოდი?! _ გვითხრა გია გოგუაძემ.

მისივე თქმით, გურიაში სულ 500 განაცხადი აქვს მიღებული:

_ ყველა განაცხადი გადაგზავნილია ამერიკის ოფისში. მონიტორინგიც დაწყებული გვაქვს. ჩვენთვის არა რაოდენობა, არამედ ხარისხია მთავარი. დაახლოებით 50 ადამიანს ფული არ გადავახდევინე მე პირადად _ ავიღე საკუთარ თავზე, რადგან სოციალურად დაუცველები იყვნენ, _ ამბობს გოგუაძე.

კიდევ ერთი დეტალი, რის გარკვევაც ჩვენ გვაინტერესებდა, ის იყო, თუ რატომ ჩაერთნენ ამ ამბავში უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც შეხვედრებზე ამბობდნენ, რომ ეს ამერიკის მთავრობის (USAID-ის) მოთხოვნა იყო.

_ ბატონი აკაკი სიხარულიძე წარმოადგენს უსაფრთხოების სამსახურს. მის შესახებ ოფისიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩვენთან იქნებოდა. უშუალოდ ჩემთან არ მუშაობს _ ამ განვითარების ფონდის ცენტრალური ოფისის უსაფრთხოების სამსახურია. მათ უფრო მეტი საქმე გრანტების გაცემის შემდეგ ექნებათ. მარტივად რომ ვთქვათ, კონტროლი ევალება, რომ, ვთქვათ, მე და გრანტის მიმღები გარიგებაში არ შევიდეთ, _ გვითხრა გოგუაძემ.

ფონდის გურიის ოფისის ხელმძღვანელისგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის აკაკი სიხარულიძე: კითხვაზე, რა სტატუსით ესწრებოდა შეხვედრებს, ამბობს, რომ არც სტატუსი და არც შეხება ამ ფონდთან არ აქვს:

_ შეხვედრებზე ვიყავი. კი, მაინტერესებდა… არაფორმალური პოზიციით(?!). მერიაში გიას ვახლდი. მაშინ, იქ მაშინ მისულთაგან არავის ჰქონდა სტატუსი. არსებობდა მონახაზი, _ გვითხრა აკაკი სიხარულიძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია ფონდის თაღლითური სქემის შესახებ, რომელზეც თვეებია, ბევრი იწერება, გვიპასუხა, რომ ინფორმაციის გადამოწმება Google-ში შეგვიძლია:

“ნახეთ ზეიტერი გუგლში და მოისმენთ, ნახავ, იმდენი რამ დევს”, _ ამბობს სიხარულიძე.

_ ბატონო აკაკი, ეს რომ ვნახეთ, იმიტომაც გვაქვს შეკითხვები.

_ არ ვიცი. ჰკითხეთ გია გოგუაძეს. მან ჩემზე ასჯერ მეტი იცის, _ გვითხრა სიხარულიძემ და დაგვპირდა, რომ “თუ რამე იქნა სიახლე ან თუ სტატუსს მოიპოვებს”, გაგვაგებინებს.

ის, რის თქმაც სიხარულიძემ არ ისურვა, გვითხრა გოგუაძემ _ მისი ინფორმაციით, აკაკი სიხარულიძესთან ფონდის საქმეებზე ბოლო საუბარი მაისის შუა რიცხვებშიც ჰქონდა:

_ რა თქმა უნდა, ფონდის საქმეებზე ვისაუბრეთ. ის უშუალოდ ჩემი თანამშრომელი არ არის და ვიცი, რომ სამომავლოდ უსაფრთხოების სამსახურს წარმოადგენს. ესენი საზოგადოებრივ საწყისებზე არიან. ჩვენც საზოგადოებრივ საწყისებზე ვართ.

_ ბატონი აკაკი ამბობს, რომ ფონდთან შეხება არ აქვს…

_ შეიძლება, უშუალოდ ჩვენს ფონდთან შეხება არ აქვს და არ ერევა რაღაცეებში, მაგრამ ცენტრალური ოფისიდან დამირეკეს და შეხვედრებზე დადის, _ დაგვიზუსტა გია გოგუაძემ.

ამ საუბრის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვცადეთ დავით კარტოზიასთან დაკავშირება და იმის გარკვევა, რატომ ჩართეს ფონდის საქმიანობაში უშიშროების ყოფილი თანამშრომლები და რის საფუძველზე პირდებიან ადამიანებს დაფინანსებას. კომუნიკაცია არც ამჯერად შედგა _ კარტოზია არ გვესაუბრება, მის ფეისბუქზე გამოქვეყნებული ერთ-ერთ ინტერვიუში კი ამბობს, რომ მის ორგანიზაციას ფილიალები მხოლოდ საქართველოში არ აქვს. კარტოზია განაცხადის შეტანის საფასურს _ 10 ლარს “საწევროს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს თანხა ნაწილდება:

“რაც შეეხება საწევრო გადასახადის თემას, ჩვენ რომ ამერიკიდან ფულით შემოვსულიყავით და ამ ორგანიზაციის გახსნა დაგვეწყო, ეს მონათლული იქნებოდა, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი, რის მცდელობებიც იყო. ამიტომ, ამის თავიდან ასარიდებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ სერიოზული ორგანიზაცია ვართ და ხალხის ნება-სურვილს ვეყრდნობით, შევქმენით თვითდაფინანსება. აქ იგულისხმება ის 10-ლარიანი საწევრო განაცხადი/გადასახადი, რომელიც შემოდის ორგანიზაციაში და ნაწილდება. კერძოდ, 5 ლარი მოდის ამერიკაში, 5 რჩება საქართველოში. ეს ყველაფერი კი სისტემის შექმნას ხმარდება”, _ ამბობს დავით კარტოზია.

ამ ინტერვიუში კარტოზია იმასაც ამტკიცებს, რომ ამერიკის მთავრობა და USAID გამოდის წინადადებებით და ეკონომიკის აღორძინებისთვის გამოყოფს 20 მილიონ დოლარს:

“თუ ჩვენ მიერ გაჟღერებულ და USAID-ის მიერ დასახელებულ თემებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. ეს 20 მილიონი არავისზე არაა მიმართული და საბუთს თუ წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ უნდა იყოს ახალი მიდგომები, ახალი სისტემები შექმნილი და სწორედ ამ სისტემას ვქმნით ჩვენ”, _აღნიშნავს კარტოზია. 

კარტოზიას მტკიცებით, “მას შემდეგ, რას USAID-მა შეწყვიტა საქართველოსთვის გრანტების მიცემა, ჩატარდა კოლოსალური სამუშაო და ბოლო-ბოლო მივიღეთ შედეგი _ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ამერიკის მთავრობა საქართველოს დახმარების სახით, პირველ ტრანშს გამოუყოფს 20 მილიონ დოლარს. ეს 20 მილიონი საწყისია იმ დიდი პროექტისა, რომლის გახორციელებაც აშშ-მ საქართველოში დაიწყო”, _ ამბობს კარტოზია.

მისივე თქმით, “იმაში, რომ ეს აშშ-მ ეს პროექტი დაიწყო, დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს მთავრობას და მის (ანუ კარტოზიას) ჯგუფს” (??!!).

კარტოზიას მიერ გაკეთებული განცხადებების გადამოწმება ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ვცადეთ, სადაც გვითხრეს, რომ არც საელჩოს და არც USAID-ს ამ ადამიანთან არანაირი კავშირი არ აქვთ და კარტოზიას შესახებ მხოლოდ მედიით სმენიათ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ დავით კარტოზია, წლების წინ, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს “ლაზიკას” პროექტის იდეის მოპარვას ედავებოდა.

დავით კარტოზია მაშინ აცხადებდა, რომ პროექტი, რომლის თანახმადაც, 30-32 ათას მოსახლეზე გათვლილი “ლაზიკა” 22-ე საუკუნის, “მწვანე ქალაქი” უნდა ყოფილიყო და რომლის მცხოვრებლებიც, ძირითადად, ხამანწკების წარმოებაზე დასაქმდებოდნენ, საქართველოს მთავრობას 2010 წლის 16 დეკემბერს შესთავაზა, თუმცა, 2012 წლის 14 დეკემბერს შეიტყო, რომ “იდეა მოპარეს და პროექტს მიღმა დატოვეს”. ამის შემდეგ, კარტოზიას, მისი თქმით, ივანიშვილთან თანამშრომლობა სურდა და მის გუნდშიც კი გეგმავდა გაერთიანებას.

ჩვენ ინტერნეტში გადავამოწმეთ და მოვიძიეთ “ზეიტერის” ვებგვერდი: zeiter.ge, თუმცა, ამ ვებგვერდზე ვერსად ვიპოვეთ, თუ რა სახის გრანტებს და რა პირობებით გასცემს აღნიშნული ორგანიზაცია; ვერც ის გავიგეთ, თუ რა მისია აქვს “ზეიტერს” და ვინ არიან მისი თანამშრომლები _ ღილაკი “ჩვენ შესახებ” არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს. ვებგვერდზე განთავსებულია ვინმე ნინო ქობალიას ტელეფონის ნომერი და რაც მთავარია, ისევ განთავსებულია განაცხადის გაგზავნის ღილაკი, რომელზე დაწკაპუნებითაც გადადიხართ განაცხადის შევსების ფორმაზე, სადაც მუქი შრიფტითაა მითითებული ანგარიშის ნომერი, რომელზედაც უნდა გადარიცხოთ ათი ლარი! ამ მწირი ინფორმაციების ფონზე, აშკარად თვალშისაცემია ფოტო გალერეა, სადაც გამოქვეყნებულია სხვადასხვა რეგიონებში ფონდის შეხვედრების ფოტოები ადგილობრივ მოსახლეობასთან, მოქალაქეების პორტრეტები და სხვადასხვა თვალსაჩინო მასალა ყოველგვარი განმარტებების გარეშე.

ამ ყველაფრის პარალელურად, ქვეყანაში, დაახლოებით 30 000-მდე ადამიანი დაფინანსებას ელოდება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც განაცხადი შეავსეს და 10-ლარიანი გადასახადიც გადაიხადეს.

მათ ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურთ, თუმცა, პირად საუბრებში არ მალავენ, რომ თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ. უფრო მეტიც, როგორც გვითხრეს, გურიაში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი პროკურატურაში განცხადების შეტანასაც კი გეგმავს.

ჩვენი ინფორმაციით, ამ თემაზე მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც _ როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, ეს და მსგავსი თაღლითობა საქართველოში დასავლური კურსის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, რაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება: “არ არის გამორიცხული, ამ აფიორის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. საინტერესოა, სად არიან სამართალდამცავი ორგანოები, პროკურატურა, სახელმწიფო, როცა ქვეყანაში ასეთი მასშტაბური თაღლითობა ხდება, თანაც პარტნიორი ქვეყნის სახელით!” _ ამბობს ჩვენი წყარო.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, პოლიტოლოგი ლევან კახიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ “თუ ეს ყველაფერი სიმართლეა და არავის არაფერზე აქვს კონკრეტული პასუხები, ნამდვილად მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს მთელი აპლიკაციის პროცესი”:

“საწევროს _ 10 ლარის გადახდა ერთი პირისთვის შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ თუ მართლა 30 000 ადამიანს აქვს გადახდილი, ეს უკვე 300 000 ლარია, რაც უკვე აღარ არის მცირე თანხა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს 300 000 ლარი არც იმდენია, რომ დიდი მასშტაბების ფონდის თუნდაც ადმინისტრაციული ხარჯები შეინახოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თან მაშინ, როგორც ამბობენ, როდესაც თანხის ნახევარი აშშ-ში მიდის. აქედან გამომდინარე, ნამდვილად შეიძლება საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდეს მთელი ამ სქემის რეალურობასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ის, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ პირებთან საუბრებით და არ დასტურდება სხვა წყაროებით, დამატებით აჩენს ეჭვებს და ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ქვეყნებისა (აშშ) თუ ფონდების (USAID) სახელების გამოყენებით, მოცემული სქემის ავტორები ლეგიტიმურობის მოპოვებას ცდილობენ.

თუ სქემა თაღლითურია, რის გამოცდილებაც გვაქვს საქართველოში (მაგალითად, პირამიდას ტიპის ქსელები) და დავუშვებთ, რომ გამიზნულად და გაცნობიერებულად ხდება აშშ და USAID-ის სახელების გამოყენება, კონკრეტულად რა მიზანს შეიძლება ეს ემსახურებოდეს, რთულია თქმა. თუმცა, შეიძლება ორ ვერსიაზე საუბარი. ერთზე თქვენთან, როგორც აღნიშნეთ, წყაროც საუბრობს, რომ. შესაძლოა. საქართველოს პროდასავლური კურსის დისკრედიტაციაზე იყოს მომართული ეს ყველაფერი, რადგან 30 000 ადამიანის იმედგაცრუება და გაბრაზება მიმართული იქნება არა მხოლოდ ამ სქემის ავტორებისკენ, არამედ აშშ-ს მისამართითაც. ამის უკან რამდენად დგას რუსეთის სპეცსამსახურები, ეს კიდევ ცალკე საგანია და შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ. მეორე ვერსია არის უბრალოდ თაღლითური სქემისთვის სანდო სახელებისა და აქტიორების გამოყენება იმისთვის, რომ მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული ნდობა გახდეს საფუძველი სქემის მიმართ ნდობისა. ამ შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, რომ უფრო მაღალი პოლიტიკური დღის წესრიგი, შეიძლება, უბრალოდ არ არსებობდეს”, _ ამბობს კახიშვილი.

მისივე თქმით, რუსეთის სპეცსამსახურების ვერსია იმ მოსაზრებით შეიძლება გამყარდეს, რომ თანხა რეალურად არ არის დიდი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რამდენი ადამიანია ფონდის ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართული და რამდენი შეხვედრის ჩატარება უწევთ მათ:

“შესაბამისად, ფინანსური დაინტერესება შეიძლება მინიმალურიც კი იყოს. ამიტომ, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ რეალობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იმის გარკვევა, დგას თუ არა რუსეთი ამ სქემის უკან, არის ის, თუ როგორ და რატომ ხდება, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მსგავს ხაფანგში (თუ დავუშვებთ, რომ ეს ყველაფერი ფულის გასაკეთებელი მანქანაა) ებმება; რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსური განათლება ჰქონდეთ, რომ ასე მარტივად არ დაიჯეროს მსგავსი იდეები. ეს უფრო მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთი საეჭვო სქემების მიმართ არის მოწყვლადი. საჭიროა საზოგადოების მედეგობის გაზრდა და მათ განათლებასა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე უფრო აქტიური მუშაობა, ვიდრე ეს ახლა ხდება”, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ლევან კახიშვილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ბესო ქათამაძეს საქმე გაურჩიეს _ „ნაციონალ“ დეპუტატს თავში ჩაარტყეს

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე: „ამ შეხლა-შემოხლის შესახებ არაფერი ვიცი

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო