კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ დაესხნენ თავს. შემთხვევა ღამით მოხდა. ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
მეტეოროლოგის თქმით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რის გამოც ამ ეტაპზე საუბრის გაგრძელებას ვერ ახერხებს.
კობა ფარტენაძეს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ თავს და დაჭრით ემუქრებოდნენ. თავდასხმის დროს, ისმოდა ჰომოფობიური ხასიათის გამონათქვამებიც.
საქმეზე ორი პირი დააკავეს. სასამართლომ კი ორივე მათგანს 7-7 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა დღევანდელი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მომხდარ თავდასხმას.




































































