19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მერიაში განუცხადეს, დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობაა დაგეგმილი:
10:00 სთ – სადღესასწაულო ლიტურგია ფერისცვალების სახელობის ტაძარში
13:30 სთ – სპორტული აქტივობები: მკლავჭიდი და ჭიდაობა (ბახვისწყლის მიმდებარე ტერიტორია)
14:00 სთ – ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2026“ (ბახვისწყლის მიმდებარე ტერიტორია)
15:00 სთ – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (ბახმაროს სკვერი)
15:00 სთ – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი (ბახმაროს სკვერი)
18:00 სთ – დასკვნითი კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით (ბახმაროს სკვერი)
კერძოდ, ოფოციალური ინფორმაციის თანახმად, 19 აგვისტოს ბახმაროში დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგებიან: მაია ბარათაშვილი და ჯაზ-ტრიო, ზაზა მარჯანიშვილი და ბენდი „ნალი“, კვარტეტი „რანინა“ და თემო საჯაია. ღონისძიების წამყვანია ნიკა წულუკიძე.
რაც შეეხება დოღს, დოღის ორგანიზატორების ცნობით, „ბახმაროს თასი 2026“-ის ფარგლებში ოთხი გარბენი იგეგმება: „ნაბეღლავის თასი“, „გურიის თასი“, „გმირების თასი“ და მარულა (4 800-მეტრიან დისტანციაზე). შეჯიბრების საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს.
































































