დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაღუპვიდან 22 წელი შესრულდა.
2004 წლის აგვისტოში ზაზა დამენია ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. დაღუპვამდე ორი დღით ადრე, აფეთქების შედეგად მას მხედველობა დაუქვეითდა. მიუხედავად ამისა, მან პოზიციის დატოვებაზე უარი განაცხადა და ბოლომდე თანამებრძოლებთან დარჩა.
2004 წლის 16 აგვისტოს გამთენიისას, მოწინააღმდეგემ იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, მძლავრი შეტევა მიიტანა და ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა. ზაზა დამენია ხელყუმბარას საკუთარი სხეულით გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად სამი თანამებრძოლი დაღუპვისგან იხსნა.
2004 წლის 26 აგვისტოს მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.
სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლასა და ოზურგეთის ერთ-ერთ ქუჩას ზაზა დამენიას სახელი ეწოდა.
2026 წლის ივლისში, გომის მთაზე, ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელი მიენიჭა.
„დაღუპვამდე ორი დღით ადრე, ნაღმის აფეთქებისას თვალებში მიწა შეეყარა და მხედველობა დაუქვეითდა. ოცმეთაურმა სახლში წასვლა შესთავაზა. ზაზამ იუარა: „წიგნის კითხვა არ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ და თუ სხვას ვერაფერს შევძლებ, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენით, ბიჭებო!“
(წყარო: „დიდი ქართველები“)
































































