მეტეოროლოგ და “აჭარის ტელევიზიის” ამინდის პროგნოზის წამყვან კობა ფარტენაძეზე თავდამსხმელებს სასამართლომ გირაო შეუფარდა.
გირაოს გადახდის შემთხვევაში დაკავებულები დღესვე გათავისუფლდებიან.
პროცესზე გაირკვა, რომ ბრალდება დაკავებულებს წარუდგინეს „სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის“ მოტივით, თუმცა ეს არ არის მაკვალიფიცირებელი გარემოება. ამით პროკურატურა მიანიშნებს დანაშაულის მოტივზე.
ცნობისთვის, ორი დღის წინ კობა ფარტენაძემ გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ჩანს, რომ მას უცნობი პირი შეურაცხყოფას აყენებს და გვერდზე გაყოლას აიძულებს. ისმის დანის დარტყმის მუქარაც.
ამის შემდეგ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე შსს-ს ორი პირი დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.
































































