კომუნიკაციების კომიასთან მედიის მხარდამჭერი აქცია იმართება. პარალელურად, მიმდინარეობს სხდომა, რომელზეც კომისიამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრები არსებითად უნდა განიხილოს.
ტელევიზიების წინააღმდეგ კომისიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ 27 მაისს მიმართა და „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა საჩივრის საფუძველი სამივე ტელეკომპანიის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ის ცვლილებებია, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით 1 აპრილს მიიღო.
„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ტელევიზიებმა ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ და სხვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი დაარღვიეს. ეს მუხლი სამართლიანობას და მიუკერძოებლობას შეეხება და მაგალითად, განსაზღვრავს, რომ „ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა“.
წყარო: მედიაჩეკერი