ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ოზურგეთის სასკოლო რესურსცენტრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო — „ლაზარე, გამოვედ გარეთ“ ჩატარდა.

ლიტერატურულ -მუსიკალური კომპოზიცია, „ლაზარე, გამოვედ გარეთ“ ზომიერი, ქარტული ენის ისტორიის თანმიმდევრული განვითარების, გამხატვრულებული სცენარით წარიმართა.
მუნიციპალიტეტის 44 სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციაში „ლაზარე, გამოვედ გარეთ“ , თანმიმდევრულად იყო წარმოდგენილი ქართული ენა ფარნავაზ მეფიდან დღემდე.

„საქართველოს მთებში, გაგაჩინა ზენამ“, „და სახარებასა შინა ქართულსა“, „ლაზარე, გამოვედ გარეთ“, „მტრობა ენისა , არს მტრობა ერის“, „ენგურს უშიშრად მოაქვს ამბავი, აფხაზეთიდან დანაბარები“, „აი ია, აი წიგნი…“ _ ისმოდა სცენაზე ლექსად თუ სიმღერად ამოთქმული ქართული ენის სადიდებელი. შუაში განთავსებულ დიდ ეკრანზე ასევე ერთმანეთს ენაცვლებოდა ვიდეოკადრები და სლაიდები ქარტული ენის ისტორიის შესახებ.

ოზურგეთში მოქმედი ფოლკლორულმა ანსამბლებმა, მაღალი პროფესიონალიზმით წარმოადგინეს ჩვენი ხალხის ცეკვა თუ სიმღერა.
ყველაზე მთავარი-შემეცნებითი მიმართულება, რაც ასე შთამბეჭდავ გავლენას ახდენს მოსწავლე ახალგაზრდობის თუ ზოგადად ადამიანის ცნობიერებაზე, პროექტის სცენარში გააზრებულად და ეფექტურად იყო წარმოდგენილი.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი. გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, რომელმაც გაიხსენა 1978 წლის 14 აპრილი.

_მაშინ 20 წლის ბიჭი ვიყავი, ვმონაწილეობდი საპროტესტო აქციაში, როდესაც ქართულ ენას საფრთხე დაემუქრა. მიხარია ეს. სულ ვფიქრობ, რომ შედეგში ჩემი პატარა წვლილიცაა, _თქვა მან.
აღნიშნულმა პირებმა ყველას მიულოცეს მშობლიური ქართული ენის საზეიმო დღე და მადლიერება გამოთქვეს ღონისაძიების კარგად მომზადებისთვის.

ოზურგეთის სასკოლი რესურსცენტრის უფროსმა, ლალი სიჭინავმ ისაუბრა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ენას, როგორც უნიკალურ ფენომენს. პერსონალურად გადაუხადა მადლობა ყველას, დახმარებისთვის, რომ ეს დღე ასე ლამაზად და ქართული ენის საკადრისად წარმოჩენილიყო.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.
ავტორი






































































