ნიუ-იორკში, ბრუკლინის ხიდზე მექსიკის საზღვაო ძალების მაღალი სასწავლო იალქნიანი გემის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 19 დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შაბათს, კაპიტნის მიერ გემის მანევრირების დროს, ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც გემი იძულებული გახდა ბრუკლინის მხარეს მდებარე ხიდის საყრდენისკენ წასულიყო.
კადრებში ჩანს, როგორ ეხეთქება გემის მაღალი ანძები ხიდს, როდესაც ის ნაგებობის ქვეშ გადიოდა. ხელისუფლების ცნობით, ეკიპაჟის წევრები ანძებზე იდგნენ, როდესაც ისინი მოტყდა და გემბანზე დაეცა.
ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა X-ზე განაცხადა, რომ ორი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა, რომელთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.