„მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს. „იყავნ უფალო ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრემცა ქვეყანასა ზედა“. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, _ პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროლოპიტმა გრიგოლმა “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ჟურნალისტებს სამების ტაძარში შესვლამდე განუცხადა.
შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.


































































