ავტომობილის შეკეთება და რეცხვა, მობილური ტელეფონის შეკეთება – ეს იმ მომსახურებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა, _ იუწყება „ბიზნესპრესნიუსი“
ზოგადად კი, გასულ თვეს საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.4%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებითვე, ივლისში საბაზო ინფლაცია 3.8% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია – 3.5%.
„ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ მომსახურებებს, რომელიც 2026 წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- ავტომობილის შეკეთება – 25.5%;
- მამაკაცის ფეხსაცმლის შეკეთება – 22.08%;
- ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 21.12%;
- მობილური ტელეფონის შეკეთება – 16.09%;
- ქალის თმის დავარცხნა – 15.08%;
- მღებავის მომსახურება – 15.06%;
- მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება – 14.10%;
- სანტექნიკოსის მომსახურება – 14.07%;
- მამაკაცის თმის შეჭრა – 14.06%;
- ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 12%.






































































