ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის, ლუკა ჩხიკვაძის და დავით სიმონიშვილის პროცესი გაიმართა.
ამ ეტაპზე პროცესი გადაიდო. შემდეგი სხდომა 29 მაისს გაიმართება, სადაც ბრალდებულები სიტყვით გამოვლნენ.
დღევანდელ მოკლე პროცესზე ბრალდებულების ადვოკატებმა ისევ დააყენეს მათი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლების საკითხი, მაგრამ მოსამართლემ ძველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სამივე ბრალდებული ონლაინ ჩაერთო სასამართლო პროცესს.
შეგახსენებთ, რომ დავით შარაშიძეს, ლუკა ჩხიკვაძეს და დავით სიმონიშვილს გამოძიება პოლიციელის ჯგუფურად ცემას ედავება. ყოფილ მაღალჩნოსანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით თავდაპირველად 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. შემდეგ გირაო ისევ პატიმრობით შეუცვალა. წარდგენილი ბრალის მიხედვით შარაშიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.






































































