მოსკოვის გარეუბანში, ბალაშიხაში, სახლის ეზოში აფეთქდა ავტომობილი „ფოლკსვაგენ გოლფი“. აფეთქების დროს დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იაროსლავ მოსკალიკი, _ იუწყება meduza.io.
აფეთქება 25 აპრილს, დილით მოხდა სახლთან, რომელიც ე. წ. ავიატორების მიკრორაიონში მდებარეობს. გამომძიებლები ვარაუდობენ, მანქანა სპეციალურად გააჩერეს იმ სადარბაზოსთან, სადაც მასკალიკი ცხოვრობდა.