https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მწვრთნელებს ვოვა გუცაევი და დათო ყიფიანიც რომ წაეყვანათ ესპანეთში, ზღაპრული შემადგენლობა გვეყოლებოდა!“

12:34; 1.10.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსოფლიოს ჩემპიონატებზე რამდენჯერმე მონაწილე სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში ქართველი მოთამაშეები ხშირად ირიცხებოდნენ. არაერთმა ჩვენებურმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი ამ ასპარეზობაში, ზოგიერთი მათგანისათვის კი ეს შეჯიბრება დიდი გულისტკივილის მიზეზი გახდა.

დღევანდელ წერილში ქართველების სამუნდიალე ამბებს გავიხსენებ და იმ ფაქტების შესახებ მოგითხრობთ როდესაც რუსმა სპორტულმა ფუნქციონერებმა და მწვრთნელებმა ჩვენებურები განსაკუთრებით დაჩაგრეს. ამბების მოყოლას შორეული 1962 წლიდან შევუდგები. მართალია საბჭოელებს მსოფლიო პირველობაზე დებიუტი 1958 წელს ჰქონდათ, მაგრამ სკანდინავიაში ძირითადად რუსებით დაკომპლექტებული გუნდი გაემგზავრა და იმ ფორმაციის ნაკრებში ჩვენი თანამემამულეებისათვის ადგილი „ვერ“ გამოიძებნა.

1962 წლის მსოფლიოს პირველობას ჩილემ უმასპინძლა. საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გივი ჩოხელი და სერგო კოტრიკაძე ირიცხებოდნენ.

სერგო კოტრიკაძე

„1962 წელს შესანიშნავ ფორმაში ვიყავი, ნაკრების პირველი მეკარე ლევ იაშინი კი პირიქით, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი მამხნევებდა, თუ ასე გააგრძელე, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მეკარე იქნებიო. მწვრთნელებმა ჩილეში კი წამიყვანეს, მაგრამ იქ მაინც იაშინს ანდეს კარი. ჯგუფურ ტურნირში მან კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, ამიტომ, მეოთხედფინალის წინ კაჩალინმა მითხრა, მოემზადე, შენი დრო მოვიდაო. ფრთები შემესხა, მაგრამ რად გინდა? კარში კვლავ იაშინი ჩადგა და სწორედ მისი შეცდომის გამო გამოვეთხოვეთ შეჯიბრებას. წლის ბოლოს ჟურნალმა „ოგონიოკმა”, რომელიც ქვეყნის საუკეთესო მეკარეს ავლენდა, მთავარი პრიზი მე გადმომცა – ეს ერთგვარი ნუგეში იყო“.

მომდევნო ოთხი წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს ინგლისმა უმასპინძლა. საბჭოთა ნაკრებში იყვნენ მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა და სლავა მეტრეველი. მიხეილ მესხის ნაცვლად ინგლისში ჰუსაინოვი და პორკუიანი წაიყვანეს. „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში იასპარეზა კარის დარაჯმა ანზორ კავაზაშვილმაც, მაგრამ ამ დროისთვის ფეხბურთელს „მშობლიური“ საქართველო უკვე დატოვებული ჰქონდა. საინტერესოა რომ რუსული მას-მედია დღემდე კავაზაშვილს რუს მოთამაშედ მოიხსენიებს. ამ მიზეზის გამო (მეკარემ 1970 წლის მუნდიალზეც იასპარეზა) ქართველებს შორის ნამდვილად ვერ მოვიხსენიებ.

ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე „კურიოზი” შეემთხვა მურთაზ ხურცილავას. მას მცირე ბრინჯაოს მედალს არ აძლევდნენ. მისი კუთვნილი ჯილდო კინაღამ პორკუიანს მიაკუთვნეს, თუმცა პირველობის შემდეგ მედალი მაინც გადასცეს.

მომდევნო პირველობას 1970 წელს მექსიკამ უმასპინძლა. მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა ქართველთაგან  რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი, გივი ნოდია და სლავა მეტრეველი იახლა. მექსიკაში იასპარეზა კარის დარაჯმა ანზორ კავაზაშვილმაც.

ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, კაჩალინის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მან მინდორზე საერთოდ არ გამოიყვანა სლავა მეტრეველი. ამ ფეხბურთელის „თამაშგარე” მდგომარეობაში დატოვებას წინ ერთი ისტორია უძღოდა.

ჩემპიონატის დაწყებამდე სსრკ-ის ნაკრები ვარჯიშს ატარებდა. ერთ ეპიზოდში ბურთი ევგენი ლოვჩევმა მიიღო და კარისკენ დაიძრა. კუთხურის ალამთან მისულს ფეხი დაუსხლტა და დავარდა. ამაზე სლავას სიცილი აუტყდა, რაზეც კაჩალინი სასტიკად განრისხდა და მეტრეველიც, საბჭოთა სპორტსმენისათვის შეუფერებელი საქციელისათვის „უმკაცრესად დასაჯა“.

ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატი 1982 წელს გაიმართა და  სსრკ-ის გუნდის შემადგენლობაში ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია, თენგიზ სულაქველიძე და რამაზ შენგელია ირიცხებოდნენ. ეს პირველობა ქართველ ფეხბურთის მოყვარულებში დავით ყიფიანის გამო დღემდე გაორებულ გრძნობას იწვევს. ერთი მხრივ – ბრწყინვალე სპორტული შეჯიბრება, მეორე მხრივ კი – დიდებული მოთამაშის სამშობლოში დატოვების გამო მიღებული დაუვიწყარი წყენა.

საბჭოთა ნაკრების მწვრთნელები კარგა ხანს ბჭობდნენ ჩემპიონატზე იური გავრილოვი და დავით ყიფიანი ერთად წაეყვანათ, თუ რომელიმე მათგანისათვის მიენიჭებინათ უპირატესობა. სანაკრებო სამწვრთნელო შტაბში შემავალი გენადი ლოგოფეტი მოგვიანებით იხსენებდა, რომ მან და მეორე მწვრთნელმა ფედოტოვმა ბესკოვს და ლობანოვსკის ურჩიეს, რომ გავრილოვი-ყიფიანის წყვილი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში გამოეცადათ და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიეღოთ. მთავარმა მწვრთნელებმა სხვანაირად გადაწყვიტეს და ესპანეთშიც იური გავრილოვი გაემგზავრა.

დავით ყიფიანის გარდა ესპანეთის მსოფლიო პირველობაზე ვლადიმერ გუცაევიც არ წაიყვანეს.

ვლადიმერ გუცაევი

„საბჭოთა კავშირის ნაკრებში ბევრი თამაში არ დამიგროვდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სხვები მჯობნიდნენ. იცით როგორ იყო? მაგალითად, დაინიშნებოდა მთავარ მწვრთნელად კონსტანტინ ბესკოვი და ნაკრებში თავის 15-16 კაცი მიჰყავდა. თუ ვალერი ლობანოვსკი მივიდოდა, უკვე კიევის „დინამო” ხდებოდა საბაზო გუნდი… ესაა ყველაფრის მიზეზი. ესპანეთი-1982 ხომ გახსოვთ? ბესკოვმა და ლობანოვსკიმ მე და დათო ყიფიანი მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაგვიყვანეს, სამაგიეროდ, თან იახლეს ფეხმოტეხილი ლეონიდ ბურიაკი…“

1982 წლის მსოფლიო პირველობას სინანულის გრძნობით ქართველი ფეხბურთელებიც იხსენებდნენ.

რამაზ შენგელია

„მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის წინ საბჭოთა კავშირის ნაკრები ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო, საქმისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში ჩვენ მართლა შეგვეძლო ესპანეთში წარმატებით გამოსვლა, მაგრამ როცა სამი მწვრთნელი დაგვინიშნეს, მივხვდი, რომ საფეხბურთო კავშირში სხვანაირად ფიქრობდნენ. ახალკაცის, ბესკოვის და ლობანოვსკის ერთად დანიშვნა დიდი შეცდომა იყო და ეს ესპანეთში ნათლად გამოჩნდა: ბესკოვი სხვანაირად გვავარჯიშებდა, ლობანოვსკი სულ სხვას ითხოვდა ჩვენგან… მოკლედ, სამწვრთნელო შტაბში დიდი არეულობა იყო“.

ალექსანდრე ჩივაძე

„მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე ყიფოს და გუცაევის არწაყვანა, მწვრთნელთა ძალიან დიდი და უხეში შეცდომა იყო. რაც შეეხება შედეგს, თუ გუნდის „სამზარეულოს” გავიხსენებ, ვთვლი, რომ ის ლოგიკურიც იყო – მაშინდელი ნაკრები არ იყო ერთიანი კოლექტივი და პირველივე წინაღობაზე დაიშალა“.

თენგიზ სულაქველიძე

„1982 წელს პირველად და უკანასკნელად ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან ბედნიერი ვიყავი ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში რომ მოვხვდი, დღეებს ვითვლიდი ტურნირის დაწყებამდე! მიმაჩნდა და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ საბჭოთა კავშირის ის ნაკრები მართლა კარგი გუნდი იყო და მწვრთნელებს ვოვა გუცაევი და დათო ყიფიანიც რომ წაეყვანათ ესპანეთში, საერთოდ ზღაპრული შემადგენლობა გვეყოლებოდა! თუმცა რაც იყო იყო, ერთი იმაზე მწყდება გული, რომ მეტი ვერ შევძელით. არადა, შანსი ნაღდად გვქონდა.

იმ ჩემპიონატისთვის ძალიან დიდხანს ვემზადებოდით, რაც, ჩემი აზრით, შეცდომა იყო. ორჯერ ვიყავით ესპანეთში შეკრებაზე: ზამთარში და მერე გაზაფხულზე. დღეში ორჯერ, ხანდახან სამჯერაც გვავარჯიშებდნენ, შუაში კი კომერციულ მატჩებს ვატარებდით ადგილობრივ კლუბებთან. არასწორად დაგეგმილმა შეკრებებმა უარყოფითი შედეგი გამოიღო – ბევრი მოთამაშე ჩემპიონატამდე „გადაიწვა”.

უკანასკნელი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა, ალექსანდრე ჩივაძე აღმოჩნდა. 1986 წელს, მექსიკაში იგი ტრავმირებული იყო და ნაკრების მწვრთნელი ლობანოვსკი მას მეოთხედფინალური მატჩისათვის ამზადებდა. საბჭოელები მერვედფინალში ბელგიელებთან დამარცხდნენ და ჩივაძესაც სამშობლოში უთამაშებლად დაბრუნება მოუწია. ბატონი ალექსანდრე მექსიკის პირველობას დღემდე დიდი გულისტკივილით იგონებს:

„1986 წელს კიდევ ერთხელ გავემგზავრე მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ იმის გამო, რომ მექსიკაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მივიღე, ჯგუფის სამი შეხვედრა გამიცდა. მერვედფინალში, ბელგიასთან მატჩის წინ ლობანოვსკიმ მიხმო და მითხრა, ამ მატჩში უნდა გეთამაშა, მაგრამ მოდი ტრავმას ნუ გავირთულებთ, ბელგიას უშენოდ მოვუგებთ და მერე შენი იმედი მექნებაო. გახსოვთ როგორ დასრულდა ის თამაში? ბელგიამ 4:3 მოიგო“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

თორნიკე გორდელაძეს მორიგი წარმატება

19:30; 21 სექტემბერი, 2026
სპორტი

„არწივებს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19:30; 21 სექტემბერი, 2026
სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17 სექტემბერი, 2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026

"მეც საქართველოს ჯარისკაცი ვარ" _ ჩოხატაურელი მოსწავლის პასუხი ფერეიდნელი ბიჭის წერილზე

8 წლის ლანჩხუთელ მოჭადრაკეს ფიდემ (FIDE) საერთაშორისო რეიტინგი მიანიჭა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23.09.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რადიკალურად შეიცვლება

21:58; 23.09.2026
საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო