ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გამარტივებული შესყიდვით სეიფს ყიდულობს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არის განთავსებული.
ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს შ.პ.ს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგთან”. სეიფის ყიდვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას 319 ლარი დაუჯდა.
„შესყიდვის ობიექტია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჭიროებისთვის სეიფის შესყიდვა” – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე ატვირთულ ხელშეკრულების დოკუმენტში.
































































