დღეს, 3 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე არაერთი საკითხი განიხილეს.
ყველაზე საინტერესო კი იყო საკითხი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლის ადმინისტრაციული წარმოებაც დაიწყო. საკითხის ირგვლივ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გენო მორჩილაძემ ისაუბრა.
სხდომის მონაწილეებსა და საკრებულოს წევრებს ბეჭდური სახით დაურიგდათ დღის წესრიგის სრული შინაარსი, სადაც ზემოთ ხსენებული საკითხის დეტალურად გასაცნობად მითითებული იყო თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების რაოდენობა და მერიის საშტატო ნუსხა.
როგორც ცნობილია, მთელ საქართველოში რეორგანიზაცია ხდება. შტატების რაოდენობა შემცირებულია და ბუნებრივია, ეს ოზურგეთშიც მოხდება. თუმცა კონკრეტულად ვინმე ან ესა თუ ის შტატი აქ არ დაუსახელებიათ.
ავტორი




































































