ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა შეთანხმება არ დააღვიეს და მეოთხე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ღურჯუმელიძე აირჩიეს.
მის კანდიდატურას მხარი საკრებულოს სხდომაზე მყოფი 44 დეპუტატიდან 38-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას არჩევის პროცესის მსგავსად, ღურჯუმელიძის არჩევაც ღიად მოხდა_ დეპუტატებს ბიულეტენების შემოხაზვისთვის არსებული კაბინა არც ამჯერად გამოუყენებიათ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ღურჯუმელიძის კანდიდატურა რომ გადაწყვეტილი იყო “გურია ნიუსი” გუშინ წერდა.
გიორგი ღურჯუმელიძე 2012-1017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და საკრებულოში პარტიული სიით მოხვდა _ იგი მეორე ნომერი იყო.




































































