ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალ საკრებულოს საქმიანობის დაწყებას ულოცავს:“საკრებულოს როლი მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ადგილობრივი მთავრობის კონტროლი და ხალხისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მომზადება და მხარდაჭერა.
წარმატებებს ვუსურვებ საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, კომისიების ხელმძღვანელებს და თითოეულ წევრს. მჯერა საკრებულოს ღია თანამშრომლობა ექნება სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან და კერძო სექტორთან, რათა თითოეულის ინტერესები იყოს დაცული. იმედი მაქვს, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული იქნება საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობა.
საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; საჭიროა ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ უფრო ახლოს მივიდეს ადამიანებთან და დაეხმაროს მათ პრობლემების გახმოვანებასა და მოგვარებაში;
საჭიროა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა და მხარდაჭერა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში. ამ ამოცანების შესრულებაში თქვენთან ერთად, მეც აქტიურად ვიქნები ჩართული.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებისგან მაღალი მხარდაჭერა მიიღო და საკრებულოში ჩვენი გუნდი წარმოდგენილია უმრავლესობით. მადლობა ნდობისთვის” _ აღნიშნულია თალაკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


































































