ამ წუთებში ხმაურია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბესიკ ქათამაძემ და დავით მჟავანაძემ საკრებულოს რეგლამენტის მიღებას მხარი არ დაუჭირეს და პროტესტი გამოთქვეს.
მათი განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატებს რეგლამენტი არც კი წაუკითხავს და ისე დაუჭირენ მხარი.
ამ განცხადებას “ქართული ოცნების” დეპუტატთა გაღიზიანება მოჰყვა, რაც სიტყვიერ შეურცხყოფაში გადაიზარდა.

































































