პარიზში, პოლიციამ 47 ადამიანი დააკავა მას შემდეგ, რაც “პარი სენ-ჟერმენის” გულშემატკივრები ქუჩებში გამოვიდნენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “არსენალთან” გამარჯვების აღსანიშნავად.
DW-ს ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ შეკრებილებმა მანქანები დაწვეს და მაღაზიები დააზიანეს. ადგილზე წესრიგის დასამყარებლად 2000-ზე პოლიციელის მობილიზება მოხდა.
ამას გარდა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზეიმოდ შეკრებილ ადამიანებს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო სამი დაშავდა. მომხდარს პოლიცია იძიებს.
როგორც პოლიციაში აცხადებენ: „ატმოსფერო სადღესასწაულო ხასიათზე დაიწყო. შემდეგ კი, როგორც ყოველთვის, გამოჩნდნენ ძალიან ცუდი განზრახვების მქონე მცირე ჯგუფები, რომლებიც თავს დაესხნენ სამართალდამცავ ორგანოებს და შემდეგ ზიანის მიყენება სცადეს.“
A presque 3h du matin, la police continue de disperser les supporters du #ParisSaintGermain présents sur les Champs-Elysées pour célébrer la qualification en finale de la Ligue des Champions. #PARARS pic.twitter.com/JPKJjWJ2zv
— CLPRESS / Agence de presse (@CLPRESSFR) May 8, 2025