ჩოხატაურელ ექიმს , თამთა დოლიძეს ახლობლები ემშვიდობებიან.
“გაგვიფრინდა ჩვენი თამთა, ჩვენი თუთა…
სულ სხვანაირი, ყველაფრით გამორჩეული, არავისმსგავსი თამთა …
სულითხორცამდე ინტელიგენტი…
მაღალი დონის , კოლეგების საყრდენი, პროფესიონალი ექიმი…
უზადო მეუღლე, დედა, მეგობარი…
გამოეცალა დედაბოძი ოჯახს…
ვერ შეგვაგუე თუთა შენს ანგელოზივით გაფრენას…
თავი არ დაუხარე სიკვდილს, ნათელი გონებით აკონტროლებდი შენს მდგომარეობას…
ფრთამოტეხილი შენი ვანო შენს ანგელოზებთან ერთად გააგრძელებს თქვენი საამაყო ოჯახის ისტორიას თამთა …
მუდამ იყავი ჩემთან, ჩემს ლოცვებში, ეს შენც იცოდი…
მუდამ დარჩები ჩემთან, ჩემს ლოცვებში ჩემო ფერადო მეგობარო…”;
“ჩვენი საამაყო და სამაგალითო კოლეგა და მეგობარი, ჩვენი ანგელოზი თამთა გაგვიფრინდა,,ანგელოზმა მოუტანა ფრთები”;
“მშვიდობით ანგელოზო, თამთა ექიმი , შეუძლებელია ადამიანმა ასეთი სრულყოფილება დაივიწყოს, უსაშველოდ მიყვარხარ და მენანები …”
“სულით-ხორცამდე უმშვენიერესი თამთა.
უმძიმესი გზით ეზიარე მარადისობას
როგორ მენანები.
მწუხარების მონაწილე ვარ ოჯახების, სოფლის, სამედიცინო საზოგადოების.” _ წერენ სოციალურ ქსელში თამთა ექიმის ახლობლები.
ინფორმაციისთვის, ექიმი ენდოკრინოლოგი თამთა დოლიძე ბოლო წლებში უკურნებელ სენს ებრძოდა. თამტა ექიმი გუშინ, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
“გურია ნიუსი” მწუხარებით თანაუგრძნობს თამთა ექიმის მშობლებს, მეუღლეს, შვილებს, სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ახლობელს.