„ქრონიკა+“ -ის ჟურნალისტი ირინა მაკარიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 5 000 ლარით დააჯარიმეს.
ირინა მაკარიძის თქმით, 6 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და გაზეთ „ქრონიკა+“ -ისა და საინფორმაციო სააგენტო cnews-თვის მუშაობდა:
„ეს ორი მედიასაშუალება ერთ ჰოლდინგს წარმოადგენს და მათთვის რესპოდენტებს ვწერდი და აქციის ფოტოებს ვიღებდი. ჯარიმას გავასაჩივრებ. უკვე ვესაუბრე ადვოკატსაც“.
პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ პოლიციამ 5 ათასი ლარით 20-ზე მეტი ჟურნალისტი დააჯარიმა.
წყარო: მედიაჩეკერი